Red Dead Redemption 2: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
176.221.249.50-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Gobrona-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 27:
| საიტი =
}}
'''Red Dead Redemption 2''' — [[მოქმედებითი-სათავგადასავლო]] ვესტერნი [[ვიდეო თამაში]], შემუშავებული და გამოცემული [[Rockstar Games]]-ის მიერ. დაანონსდა [[2016]] წლის [[18 ოქტომბერი|18 ოქტომბერს]]<ref name="rdr2_announced"/> და გამოვიდა [[2018]] წლის [[26 ოქტომბერი|26 ოქტომბერს]]<ref name="rdr2_announced"/> [[PlayStation 4]]-სა და [[Xbox One]]-ზე.<ref name="red2_announced_3dnews"/> ის არის „[[Red Dead]]“-ის სერიის რიგით მესამე ნაწილი და [[2010]] წელს გამოსული „[[Red Dead Redemption]]“-ის პრიკველი. მოქმედება მიმდინარეობს [[1899]] წელს, ველურ დასავლეთში, [[აშშ]]-ის გამოგონილ რამდენიმე შტატში.<ref name="techradar"/> სიუჟეტი აგებულია ვანდერ ლინდის დამნაშავეთა ბანდის გარშემო. თამაშის მთავარი გმირია არტურართურ მორგანი — ბანდის ერთ-ერთი წევრი. ბანკის გაძარცვის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ბანდის წევრები ცდილობენ გადაურჩნენ ფედერალურ აგენტებს, თავებზე მონადირეებს და სხვადასხვა დაბრკოლებებს. სიუჟეტი აგრეთვე მოიცავს სერიის პირველი თამაშის „Red Dead Redemption“-ის მთავარი პერსონაჟის ჯონ მარსტონის ისტორიას.
 
თამაშში ვირტუალური კამერა წარმოდგენილია როგორც პირველი პირის, ასევე მესამე პირის ხედვით. [[ღია სამყარო]]ს გეიმპლეი მოთამაშეს საშუალებას აძლევს თავისფულად გადაადგილდეს თამაშის ტერიტორიის ნებისმიერ წერტილში. მოთამაშეს ასევე შეუძლია ინადიროს გარეულ ცხოველებზე, გაძარცვოს ბანკები, იყოლიოს ცხენი და იურთიერთოს [[NPC|არა მოთამაშე]] პერსონაჟებთან. ერთ-ერთი განსაკუთრებული მახასიათებელია „ღირსების“ სისტემა, რაც ნიშნავს იმას, რომ მოთამაშის კარგი თუ ცუდი ქმედება აისახება სიუჟეტსა და გეიმპლეიზე. [[2018]] წლის ნოემბრიდან ხელმისაწვდომია თამაშის ონლაინ ვერსია.<ref name="Polygon-Nov2018"/>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/Red_Dead_Redemption_2“-დან