ხუან მანუელ სანტოსი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 89:
 
==პოლიტიკური ცხოვრება==
[[1972]] წელს სანტოსი შეუერთდა ყავის მწარმოებელთა ეროვნულ ფედერაციას და ცხრა წლის განმავლობაშ წარმოადგენდა მას ლონდონში ყავის საერთაშორისო ორგანიზაციაში. [[1981]] წელს იგი დაბრუნდა სამშობლოში და საგვარეულო გაზეთ [[El Tiempo]]-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე დაიწყო მუშაობა, შედეგად იგი სანტოსის ოჯახში თავისი თაობის ყველაზე გავლენიანი წევრი გახდა.
 
[[1991]] წელს პრეზიდენტ [[სესარ გავირია ტრუხილიო]]ს მთავრობაში იკავებს საგარეო ვაჭრობის მინისტრის თანამდებობას. [[1993]] წელს სანტოსი გახდა სენატის პრეზიდენტის მიერ დანიშნული წევრი. იგი გახდა უკანასკნელი ადამიანი, რომელმაც სენატორის თანამდებობა მსგავსი დანიშვნის შედეგად დაიკავა, რადგან ერთი წლის შემდეგ იგი ჩაანაცვლა რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტმა. საგარეო ვაჭრობის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს მთავრობას შესთავაზა შეეცვალა დაკანონებული დრო, ზაფხულის დროით ათი თვის განმავლობაში, რათა ელექტროენერგიის დაპროგრამებული გამორთვებისთვის გაეწიათ შესაფერისი წინააღმდეგობა. [[1995]]-[[1997]] წლებში იგი იყო ტრიუმვირატის წევრი, რომელიც მარტვდა [[კოლუმბიის ლიბერალური პარტია|კოლუმბიის ლიბერალურ პარტიას]]. იგი გადადგა თანამდებობიდან რათა გამხდარიყო პრეზიდენტობის კანდიდატი, თუმცა ეს განზრახვა არ ყოფილა სისრულეში მოყვანილი.
 
[[2000]] წელს იგი დანიშნეს ფინანსთა და საზოგადოებრივი კრედიტების მინისტრად, იგი ამ თანამდებობაზე იმყოფებოდა [[ანდრეს პასტრანა არანგო]]ს საპრეზიდენტო ვადის გასვლამდე, ანუ [[2002]] წლამდე.
 
===კოლუმბიის პრეზიდენტი===
 
== რესურსები ინტერნეტში ==