ნიკო ნიკოლაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 11:
 
ნიკოლაძის სახლ-მუზეუმია სოფელ [[დიდი ჯიხაიში|დიდ ჯიხაიშში]] ([[სამტრედიის მუნიციპალიტეტი]]).
 
==ნიკო ნიკოლაძე და ფოთის პორტი==
ქალაქი ფოთი დაბალ და ჭაობიან ადგილას მდებარეობს. ნოტიო ჰავის გამო ციებ-ცხელებისა და ქოლერის საფრთის ქვეშ მყოფ ქალაქში ხალხი არ სახლდებოდა.
 
ნიკო ნიკოლაძემ, როდესაც იგი ქალაქის თავად (მერად) აირჩიეს ორი რამ დაისახა მიზნად:
* ფოთის ნავსადგურის გადაკეთება და მისი მოდერნიზაცია
* ფოთის ახალი გეგმის მიხედვით აშენება და მისი კეთილმოწყობა.
 
ფოთის ნავსადგურს რომ განვითარების პერსპექტივა ჰქონოდა, ნიკო ნიკოლაძემ ჯერ ჭაობების ამოშრობაზე იზრუნა და შემდეგ მისი აქტიური მოღვაწეობით გადაიჭიმა რკინიგზის ხაზი თბილისიდან ფოთამდე. ამ ნაბიჯებით, ფაქტიურად, მან "გაჭრა ფანჯარა ევროპაში". სხვაგვარად წარმოუდგენელი იქნებოდა ფოთის ნავსადგურის განვითარება ახალი გამოწვევების შესაბამისად.
 
ნიკო ნიკოლაძემ ქალაქში გადაჭიმა სამი ხიდი, მოსპო ძველ ხიდზე საბაჟო გადასახადი, ასევე, შუდგა ფოთის კეთილმოწყობას, კერძოდ, გაიყვანა ელექტროენერგია, ხის სახლების ნაცვლად ააშენა აგურის შენობები, გახსნა გიმნაზია და სკოლები, მოკირწყლა ქუჩები ქვაფენილით, გაიყვანა ახალი გზები, დააარსა ბანკი და ა.შ.
 
ამ საქმიანობების გამო ნიკო ნიკოლაძეს ფოთის აღმშენებელს უწოდებენ.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_ნიკოლაძე“-დან