გიშისწყალი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ინფოდაფა მდინარე |სახელი = გიშისწყალი |ორიგინალური სახ...
(განსხვავება არ არის)

15:28, 20 ივნისი 2020-ის ვერსია

გიშისწყალი, აგრიჩაი (აზერ. Əyriçay) — მდინარე აზერბაიჯანში. ალაზნის მარცხენა შენაკადი. სათავე აქვს აღმოსავლეთ კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, მთა თიქლალიბაშის სიახლოვეს. სიგრძე 134 კმ, აუზის ფართობი 1810 კმ². ზემო დინებაში ეწოდება დაშაღილჩაი და უპირატესად მთის მდინარეა, შემდეგ დაშიუზის ქედის აღმოსავლეთ მხარეს გაედინება, ქვემო დინებაში ალაზნის ვაკეზე იშლება და ალაზანს საქართველოს საზღვრის სიახლოვეს ერთვის. იერთებს მრავალ შენაკადს, ძირითადად მარცხენა მხრიდან. მდინარეზე 1987 წელს აშენდა აგრიჩაის წყალსაცავი. საშუალო წლიური ხარჯი 21,7 მ³/წმ. მდინარის ხეობაშია ქართული მართლმადიდებლური ტაძარი გიშის ეკლესია.

გიშისწყალი
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სათავე აღმოსავლეთი კავკასიონი
41°26′42″ ჩ. გ. 47°13′04″ ა. გ. / 41.445111° ჩ. გ. 47.218028° ა. გ. / 41.445111; 47.218028
შესართავი ალაზანი
41°16′33″ ჩ. გ. 46°42′50″ ა. გ. / 41.275944° ჩ. გ. 46.714056° ა. გ. / 41.275944; 46.714056
სიგრძე 134 კმ
აუზის ფართობი 1810 კმ²
მდინარის სისტემა ალაზანი → მტკვარი → კასპიის ზღვა
გიშისწყალი — აზერბაიჯანი
გიშისწყალი
გიშისწყალი
— სათავე, — შესართავი

ქართველი მეცნიერი ვახუშტი ბატონიშვილი გიშის შესახებ გადმოგვცემს:

ვიკიციტატა
„ხორანთას „ქუეით დიდს ალაზანს მოერთვის გიშის წყალი, რომელი გამოსდის კავკასს, კულმუხსა და ჰერეთს შორის... და მოდის გიშამდეს.“