ნორმან ბორლოუგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 12:
[[1940]] წელს [[მექსიკა|მექსიკის]] ხელისუფლებაში მოვიდა პრეზიდენტი [[მანუელ ავილა კამაჩო]], რომლის ადმინისტრაციასაც აწუხებდა მოუსავლიანობა ქვეყანაში. მექსიკელებმა დახმარებისთვის მიმართეს როკფელერის ფონდს. 1944 წელს, ფონდმა [[ჯორჯ ჰარარი]]ს მეთაურობით აგრონომიების ჯგუფი გაგზავნა მექსიკაში, რომელშიც შედიოდა ბორლოუგი, როგორც ფიტოპათოლოგი და გენეტიკოსი. მექსიკაში მეცნიერი თორმეტი წლის განმავლობაში დარჩა, დაიწყო ქვეყნისათვის მაღალი მოსავლიანობის ხორბლის ჯიშების გამოყვანა. ამ დროისათვის მექსიკა ხორბალს საზღვარგარეთიდან ყიდულობდა. ბორლოუგმა შეაჯვარა ადგილობრივი ჯიშები იაპონურ ჯუჯა ჯიშებთან და გამოიყვანა მაღალეფექტური ჯიშები, რომლებიც ამტანი გამოდგა მექსიკის კლიმატისათვის. 1951-1956 წლისთვის მექსიკამ სრულად უზრუნველყო საკუთარი თავი მარცვლეულით და დაიწყო მისი ექსპორტი; 15 წლის განმავლობაში, ქვეყნის მარცვლეულის მოსავალი 3-ჯერ გაიზარდა.
 
მექსიკის მიღწევებით დაინტერესდნენ სხვა ქვეყნები. [[1959]] წელს ბორლოუგი მიიწვიეს [[პაკისტანი|პაკისტანში]], [[1963]] წელს — [[ინდოეთი|ინდოეთში]]. ინდოეთში ბორლოუგმა გააგზავნა მაღალი მოსავლიანობის ჯიშები: სონორა 64 და ლერმა როხო. შედეგად, [[1965 ]]- [[1970]] წლებში, ამ ქვეყნებში მარცვლეულის მოსავალი გაორმაგდა.
 
ახალი ჯიშები გამოიყენეს ლათინური ამერიკის, შუა აღმოსავლეთის და აფრიკის ქვეყნებში. ფილიპინებში ბრინჯის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა ბორლოუგის ჯგუფის მაგალითზე შეიმუშავეს ნახევრად ჯუჯა ჯიშის ბრინჯი. 1965 წელს ბორლოუგი ხელმძღვანელობდა ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო პროგრამას, რომელიც სიმინდისა და ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო ცენტრის ნაწილი იყო.