ნორმან ბორლოუგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 20:
==აღიარება==
ბორლოუგის მოღვაწეობამ საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. [[1968]] წლის 8 მარტს აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ყოფილი დირექტორი უილიამ გაუდი სოფლის მეურნეობაში მიმდინარე პროცესებს „მწვანე რევოლუციას“ უწოდებს. [[1970]] წლის 21 ოქტომბერს ნორმან ბორლოუგს მიანიჭეს ნობელის მშვიდობის პრემია შემდეგი ფორმულირებით: „საკვების პრობლემის მოგვარებაში და განსაკუთრებით მწვანე რევოლუციის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის“. ნობელის ლექციაზე მეცნიერმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „მწვანე რევოლუცია იყო დროებითი წარმატება შიმშილისა და გაჭირვების წინააღმდეგ ბრძოლაში; მან ხალხს სულის მოთქმის საშუალება მისცა“.
 
[[1970]]-იან წლებში ბორლოუგის მუშაობის რამდენიმე ასპექტი ეკოლოგების კრიტიკის საგანი გახდა. კერძოდ, ნეგატიურად შეფასდა ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენება.
 
[[1979]] წელს ბორლოუგი გადადგა ხორბლის გაუმჯობესების საერთაშორისო პროგრამის დირექტორის თანამდებობიდან. [[1984]] წლიდან ტეხასის უნივერსიტეტ A&M-ის პედაგოგია. 1986 წელს ბორლოუგმა დააწესა სურსათის მსოფლიო პრემია. ამავე წელს იგი გახდა სასაკავის სრულიად აფრიკის ასოციაციის პრეზიდენტი და ტროპიკული აფრიკის 2000 წლის სასოფლო-სამეურნეო პროგრამის ხელმძღვანელი. [[2000]]-[[2001]] წლებში მცირე ხნით მოქმედებდა ბორლოუგის მიერ დაფუძნებული ინტერნეტ-უნივერსიტეტი სოფლის მეურნეობაში და კვების მრეწველობაში მომუშავე ადამიანებისათვის.
 
ნორმან ბორლოუგი არის მთელი რიგი წიგნებისა და 70 სამეცნიერო და პოპულარული სტატიის ავტორი. არის სხვადასხვა ქვეყნების აკადემიების წევრი, მათ შორის ამერიკის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და ლონდონის სამეფო საზოგადოების.
 
[[2006]] წელს მიენიჭა ამერიკის უმაღლესი ჯილდო — კონგრესის ოქროს მედალი. შედეგად იგი გახდა მეშვიდე ადამიანი, რომელმაც ერთდროულად მიიღო ნობელის პრემია, კონგრესის ოქროს მედალი და თავისუფლების საპრეზიდენტო მედალი.
 
ამერიკაში იგი ცნობილია როგორც „ადამიანი, რომელმაც გადაარჩინა მილიარდი სიცოცხლე“.
 
ნორმან ბორლოუგი გარდაიცვალა [[ლიმფომა|ლიმფომისაგან]] [[2009]] წლის 12 სექტემბერს დალასში, 95 წლის ასაკში.
 
==სქოლიო==