საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 4:
==ისტორია==
1992 წლის იანვარში [[თბილისის ომი|სახელმწიფო გადატრიალების]] შემდეგ დათხოვნილ იქნა [[საქართველოს სამხედრო საბჭო|სამხედრო საბჭოს]] [[გადაწყვეტილებით]] და მალევე დაიშალა. ახალი წარმომადგენლობითი ორგანო — [[საქართველოს პარლამენტი|პარლამენტი]] არჩეულ იქნა 1992 წლის ნოემბერში. <ref group="შენიშვნა">სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია#კონსტიტუცია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ|აღდგენილად გამოაცხადა]] 1921 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია და 1992 წლის 4 ნოემბერს დანიშნა საპარლამენტო არჩევნები.</ref>
 
ეწეოდა უმაღლეს საკანონმდებლო საქმიანობას, იღებდა აღმასრულებელ-განმკარგულებელ ორგანოს - მინისტრთა კაბინეტის (1990 წლამდე ''მინისტრთა საბჭოს'') ფორმირებაში მონაწილეობას, ირჩევდა უმაღლეს სასამართლოს და კონტროლს უწევდა მის წინაშე ანგარიშვალდებულ ყველა სახელმწიფო ორგანოს საქმიანობას. უზენაესი საბჭოს ადგილსამყოფელი იყო [[თბილისი]], [[რუსთაველის გამზირი|რუსთაველის გამზ. №8]] (ყოფილი [[საქართველოს პარლამენტი#შენობა|მთვრობის სახლი]]).
 
უზენაესი საბჭო იყო ერთპალატიანი დაწესებულება და შედგებოდა 250 [[დეპუტატი|დეპუტატისგან]] (1990 წლამდე 440 დეპუტატისგან). დეპუტატებს ირჩევდნენ ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქების მიხედვით, საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით. უფლებამოსილების ვადა განსაზღვრული იყო 5 წლის ვადით (1978 წლამდე 4 წლით განისაზღვრებოდა). სესიები მოიწვეოდა წელიწაწდში ორჯერ. უზენაეს საბჭოს გააჩნდა მუდმივი (დარგობრივი) და დროებითი (სპეციალური) კომისიები. უზენაესი საბჭოს მუმდივმოქმედი და მის წინაშე პასუხისმგებელი ორგანო იყო [[პრეზიდიუმი]], რომელსაც ირჩევდნენ საბჭოს შემადგენლობიდან I სესიაზე. პრეზიდიუმის დანიშნულება იყო უზენაესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაცია და სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელება უზენაესი საბჭოს სესიებს შორის პერიოდში და შესაბამისად პასუხისმგებელი იყო საბჭოს წინაშე. პრეზიდიუმს თავმჯდომარეობდა უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე.<ref>[[#რუხაძე99|რუხაძე 1999]]: თემა 2. თავი 7. საბჭოთა პერიოდის საქართველოს კონსტიტუციები.</ref>
 
==ხელმძღვანელები==