აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 71:
==მმართველობა==
კონსტიტუციის ბოლო სახე მიღებული იყო აჭარის ასსრ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე IX სესიაზე 1978 წლის 26 მაისს. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო აჭარის ასსრ ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც 110 დეპუტატისაგან შედგებოდა. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა 5 წლის ვადით. იგი უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა ყველა საკითხი, რომელიც სსრკ, საქართველოს სსრ და აჭარის ასსრ კონსტიტუციებით ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნებოდა. აჭარის ასსრ კონსტიტუციის მიღებას და მასში ცვლილებების შეტანას, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მათი შესრულების ანგარიშების დამტკიცებას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების შექმნას მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკი უმაღლესი საბჭო ახორციელებდა. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა აგრეთვე აჭარის ასსრ კანონების მიღება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) — აჭარის ასსრ სახელმწიფო და ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს შექმნა. უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს — აჭარის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში ახორციელებდა აჭარის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლების უაღლესი ორგანოს ფუნქციებს. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში წარმოადგენდა სახელმწიფო დეუტატთა შესაბამისი საბჭოები, რომელთაც ირჩევდა მოსახლეობა ორ-ნახევარი წლის ვადით. მართლმსაჯულებას ახორციელებდა აჭარის ასსრ უმაღლესი სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები. აჭარის ასსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით.
 
აჭარის ასსრ მონაწილეობდა საქართველოს სსრ-ისა და სსრკ-ის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა გადაწყვეტაში შესაბამისად საქართველოს სსრ და სსრკ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მეშვეობით. სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში იგი წარდგენილი იყო 11 დეუტატით.
 
1938 წლის 12-14 ივლისს ქალაქ ბათუმში შედგა აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სესია. სესია გახსნა უხუცესმა დეპუტატმა [[ბაშია ბერიძე]]მ. აჭარის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს იუსუფ კორძაია. თავჯდომარის მოადგილეებად — მარიამ მახარაძე და იუსუფ შავაძე.