აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 53:
|შენიშვნა =
}}
'''აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა''', ან '''აფხაზეთის ასსრ''' ({{lang-ab|Аԥснытәи Автономтә Советтә Социалисттә Республика, ''Аԥснытәи АССР''}}; {{lang-ru|Абхазская Автономная Советская Социалистическая Республика, ''Абхазская АССР''}}; [[19 თებერვალი]], [[1931]] — [[1990]]) — ავტონომიურისაბჭოთა სოციალისტური საერთო-სახალხო სახელმწიფო, რომელიც რესპუბლიკაშედიოდა [[საქართველოს სსრ]]–ის შემადგენლობაში; [[სსრპოლიტიკური აფხაზეთი|აფხაზეთისავტონომიის საბჭოთასაწყისებზე სოციალისტურიდა გამოხატავდა მუშების, გლეხებისა და ინტელიგენციის რესპუბლიკის]] მემკვიდრეყველა ეროვნების მშრომელთა ნებასა და ინტერესებს.
 
==ლოკალიზაცია==
ხაზი 62:
 
==მმართველობა==
კონსტიტუციის ბოლო სახე მიღებული იყო აფხაზეთის ასსრ IX მოწვევის უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე IX სესიაზე 1978 წლის 6 ივნისს. სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო აფხაზეთის ასსრ ერთპალატიანი უმაღლესი საბჭო იყო, რომელიც 140 დეპუტატისაგან შედგებოდა. უმაღლეს საბჭოს მოსახლეობა ირჩევდა 5 წლის ვადით. იგი უფლებამოსილი იყო გადაეწყვიტა ყველა საკითხი, რომელიც სსრკ, საქართველოს სსრ და აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციებით ავტონომიური რესპუბლიკის გამგებლობას განეკუთვნებოდა. აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციის მიღებას და მასში ცვლილებების შეტანას, ავტონომიური რესპუბლიკის ეკონომიკური და სოციალური განვითარების სახელმწიფო გეგმების, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მათი შესრულების ანგარიშების დამტკიცებას, უმაღლესი საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების შექმნას მხოლოდ და მხოლოდ ავტონომიური რესპუბლიკი უმაღლესი საბჭო ახორციელებდა. უმაღლესი საბჭოს კომპეტენციას მიეკუთვნებოდა აგრეთვე აფხაზეთის ასსრ კანონების მიღება, ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს (მთავრობის) — აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო და ხელისუფლების უმაღლესი აღმასრულებელი და განმკარგულებელი ორგანოს შექმნა. უმაღლესი საბჭო ირჩევდა თავის მუდმივმოქმედ და მის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოს — აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს, რომელიც უმაღლესი საბჭოს სესიებს შუა პერიოდში ახორციელებდა აფხაზეთის ასსრ სახელმწიფო ხელისუფლების უაღლესი ორგანოს ფუნქციებს. ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს ავტონომიურ რესპუბლიკებში, ქალაქებში, დაბებსა და სოფლებში წარმოადგენდა სახელმწიფო დეუტატთა შესაბამისი საბჭოები, რომელთაც ირჩევდა მოსახლეობა ორ-ნახევარი წლის ვადით. მართლმსაჯულებას ახორციელებდა აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სასამართლო და რაიონული (საქალაქო) სახალხო სასამართლოები. აფხაზეთის ასსრ პროკურორს ნიშნავდა სსრკ გენერალური პროკურორი 5 წლის ვადით.
 
აფხაზეთის ასსრ მონაწილეობდა საქართველოს სსრ-ისა და სსრკ-ის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხთა გადაწყვეტაში შესაბამისად საქართველოს სსრ და სსრკ სახელმწიფო ხელისუფლებისა და მმართველობის უმაღლესი ორგანოების მეშვეობით. სსრკ უმაღლესი საბჭოს ეროვნებათა საბჭოში იგი წარდგენილი იყო 11 დეუტატით.
 
 
 
 
1938 წლის 12-14 ივლისს ქალაქ სოხუმში შედგა აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პირველი სესია. სესია გახსნა უხუცესმა დეპუტატმა [[დიმიტრი გულია]]მ. აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს ანდრია ჭოჭუა. თავჯდომარის მოადგილეებად — პარასკევა გრიგოლია და გედევან ხაჩატურიანი.
 
აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს სესიამ მიიღო დადგენილება ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ აფხაზეთის ასსრ-ს კონსტიტუციის შემდეგ მუხლებში: 18 (პუნქტი „ბ“ და „ვ“), 30, 44, 63 და 66.
 
აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ ერთხმად აირჩიეს [[მიხეილ დელბა]], თავჯდომარის მოადგილედ [[იასონ ზარანდია]]<ref>{{საქართველოს უწყებები|281007|13-14}}</ref>.