მარქსიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის ArsenalAtletico2017 ცვლილებების გაუქმება (№3891665)
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 81:
{{მთავარი|პროლეტარიატის დიქტატურა}}
 
[[პროლეტარიატის დიქტატურა]] — მარქსიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონცეფცია, რომელიც აღნიშნავს გარდამავალ ფაზას კაპიტალიზმსა და კომუნიზმს შორის, რომლის დროსაც პოლიტიკური ძალაუფლება პროლეტარიატის ხელშია, ხოლო მმართველობის ფორმა [[დიქტატურა]]ა. იგი ეფუძნება [[სახელმწიფო]]ს წარმოშობის მატერიალისტურ თეორიას, რომელიც ფრიდრიხ ენგელსმა შეიმუშავა. ამ თეორიის მიხედვით, სახელმწიფო არ არსებობდა ყველა ეპოქაში, იგი წარმოიშვა ეკონომიკური განვითარების გარკვეულ საფეხურზე, როდესაც საზოგადოება დაიყო სოციალურ კლასებად, რომელთა ინტერესები განსხვავებულია. კლასობრივმა ბრძოლამ რომ საზოგადოების კოლაფსი არ გამოიწვიოს, საჭიროა მასზე ზევიდან მდგარი ძალა, რომელიც დაიცვავს არსებულ საზოგადოებრივ წესრიგს. ეს ძალა ენგელსის მიხედვით სახელმწიფოა. კლასობრივ საზოგადოებაში სახელმწიფო იარაღია ეკონომიკურად გაბატონებული კლასის ხელში ჩაგრული კლასის წინააღმდეგობის ჩასახშობად. ამრიგად, სახელმწიფო გაბატონებული კლასის დიქტატურაა ჩაგრულ კლასზე, სახელმწიფო დიქტატურის გარეშე არ არსებობს. ენგელსმა ასევე შეიმუშავა სახელმწიფოებისსახელმწიფოს ისტორიული ფორმების ფორმაციული ტიპოლოგია მათი კლასობრივი ბუნების მიხედვით: მონათმფლობელური სახელმწიფო [[ანტიკური ხანა|ანტიკურ ხანაში]], ფეოდალური სახელმწიფო [[შუა საუკუნეები|შუა საუკუნეებში]] და ბურჟუაზიული სახელმწიფო [[ახალი დრო|ახალ დროში]]. სოციალისტური რევოლუციის და ბურჟუაზიის პოლიტიკური ბატონობის დამხობის შემდეგ, მარქსიზმის კლასიკოსების მიხედვით, დამყარდება პროლეტარიატის დიქტატურა, ესე იგი სახელმწიფო ძალაუფლება გადავა ახალი გაბატონებული კლასის — პროლეტარიატის ხელში. პროლეტარიატის დიქტატურის მიზანი იქნება რევოლუციური მონაპოვარის დაცვა საშინაო და საგარეო [[რეაქციონიზმი|რეაქციისგან]]. მარქსისა და ენგელსის მიხედვით, კომუნიზმში გადასვლის სხვა გზა არ არსებობს. როდესაც კლასები გაქრება, გაქრება თვითონ სახელმწიფოს არსებობის აუცილებლობაც. ამგვარად, მარქსმა და ენგელსმა დაასკვნეს, რომ უკლასო, კომუნისტურ საზოგადოებაში სახელმწიფო არ იარსებებს.
 
===სოციალიზმი===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარქსიზმი“-დან