მანასკერტის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
25 აგვისტოს ბიზანტიელებმა იერიში მიიტანეს მუსლიმების პოზიციებზე. მარცხენა ფლანგს [[ნიკიფორე ვრიენიოსი]] ხელმძღვანელობდა, მარჯვენა ფლანგს — [[თეოდორე ალიათი]]. ცენტრს თვითონ იმპერატორი მეთაურობდა, ხოლო სარეზერვო ძალებს — ანდრონიკე დუკა. სელჩუკების ჯარმა ნახევარმთვარის ფორმა მიიღო, რომელიც ოთხი კილომეტრის მანძილზე გრძელდებოდა. მშვილოდესნებმა შეუტიეს ბიზანტიელებს, რა დროსაც ცენტრში მყოფი მხედრობა ნელი ნაბიჯით უკან იხევდა.
ბიზანტიელებმა გაუძლეს მშვილდებით თავდასხმას. მიუხედავად ამისა, თავდასხმამ მარჯვენა და მარცხენა ფლანგებში არეულობა შეიტანა. ცალკეული მეომრები სელჩუკების მხედრობას ესხმოდა თავს, რამაც ბიზანტიის ჯარის დისციპლინის მოშლა გამოიწვია. ანდრონიკე დუკამ დახმარების მაგივრად იმპერატორის გარდაცვალებაზე გაავრცელა ჭორები, რამაც ჯარის დემორალიზაცია გამოიწვია. პიჭანიკების რაზმი სელჩუკების მხარეს გადავიდა. სომხების კონტინგენტის ნაწილი ბრძოლის ველიდან გაიქცა. სელჩუკებმა გაანადგურეს ბიზანტიის ჯარის მარჯვენა ფლანგი და ალყაში მოაქციეს იმპერატორი, რომელმაც ჯარის მოტივაციის გასაზრდელად უშუალოდ ჩაება ბრძოლაში. იგი დაიჭრა და ტყვედ ჩაუვარდა სელჩუკებს. იმპერატორი ტყვეობიდან ერთი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს.
ბრძოლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორად აკურთხეს 20 წლის რომანოზ IV-ის გერი [[მიხეილ VII]] (ბიზანტია)|მიხეილ VII დუკა]], რადგან რომანოზი გარდაცვლილად ჩათვალეს. გათავისუფლების შემდეგ რომანოზმა ტახტის დაბრუნება სცადა, თუმცა კონსტანტინეპოლიდან გამოგზავნილ ჯართან რამდენიმე წარუმატებელი შეტაკების შემდეგ რომანოზი კილიკიის ქალაქ ადანაში ჩაიკეტა, რომელსაც ალყა შემოარტყა ანდრონიკე დუკამ და აიძულა ტახტზე უარი ეთქვა და ბერად აღკვეცილიყო. სანაცვლოდ რომანოზს პირად უსაფრთხოებას დაპირდნენ. თუმცა რომანოზი მოატყუეს: მას თვალები დათხარეს, რის შემდეგაც მალევე გარდაიცვალა მიყენებული ჭრილობების გამო.
მანასკერტის ბრძოლამ განსაზღვრა მცირე აზიის ნახევარკუნძულის სამხედრო-პოლიტიკური და ეთნო-რელიგიური სიტუაცია შემდეგი საუკუნეების მანძილზე. ბიზანტიელების ჯარის მარცხმა გზა გაუხსნა სელჩუკების მიერ ანატოლიის დაპყრობას და ათვისებას. ოღუზი თურქების მიგრაციამ მკვეთრად შეცვალა რეგიონის დემოგრაფიული მდგომარეობა. გერმანელი ისტორიკოსი ჰელცერიჰაინრიხ გელცერი მანასკერტის ბრძოლას „დიდი ბიზანტიის იმპერიის სიკვდილს“ უწოდებს, რომლის შემდეგაც სელჩუკებს საშუალება მიეცათ „ძველი რომაული დიდების ნანგრევებზე მომთაბარეების კარავები“ დაედგათ. ბევრი ისტორიკოსი მანასკერტის ბრძოლას პირველ ჯვაროსნულ ლაშქრობას უკავშირებს და მის უშუალო მიზეზად ასახელებს, რადგან ბიზანტიის იმპერატორმა თხოვნით მიმართა რომის პაპს ანატოლიის დაკარგვის შემდეგ.
 
==ლიტერატურა==