მანასკერტის ბრძოლა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 20:
 
== წინაისტორია ==
პირველი შეტაკებები სელჩუკებსა და ბიზანტიელებს შორის მოხდა 10601040-იან წლებში. 1064 წელს სელჩუკებმა აიღეს [[ანისი]], თუმცა ფართომასშტაბიანი კონფლიქტი არ დაწყებულა, რადგან [[ალფ-არსლანი|ალფ-არსლანს]] ყურადღება გადატანილი ჰქონდა სირიასა და ეგვიპტეზე, რომელსაც [[ფატიმიდები|ფატიმიანთა სახალიფო]] აკონტროლებდა. 1068 წლის გაზაფხულზე [[რომანოზ IV დიოგენე]]მ სელჩუკების წინააღმდეგ გააგზავნა ჯარი, რომელმაც დაიკავა ქალაქი მემბიჯი და დაამარცხა სელჩუკები [[კაპადოკია|კაპადოკიის]] ქალაქ ლარისასთან ახლოს. ამ დროს [[რობერტ გუისკარი]]ს ჯარმა ალყა შემოარტყა ქალაქ [[ბარი (ქალაქი)|ბარს]], ბიზანტიელების უკანასკნელ საყრდენ პუნქტს იტალიაში. ამ ამბებმა აიძულეს იმპერატორი რომანოზი ყურადღება იტალიაზე გადაეტანა. მან რამდენჯერმე გაგზავნა ბიზანტიური ფლოტი, თუმცა ნორმანებმა ჩაძირეს ბერძნული გემები. სამწლიანი ალყის შემდეგ 1071 წლის 16 აპრილს ბარის მოსახლეობამ ქალაქის კარი გაუღო ნორმანებს და რობერტ გუისკარის ჯარი ბარში შევიდა, რითაც დასრულდა ბიზანტიის ხანგრძლივი მმართველობა სამხრეთ იტალიაში. ამ ვითარებით ისარგებლეს სელჩუკებმა, დაამარცხეს ბიზანტიის ჯარი და აიღეს სასაზღვრო ციხე-სიმაგრე მანასკერტი. წარმატებების მიუხედავად, ალფ-არსლანმა ზავი დადო ბიზანტიელებთან.
 
== მზადება==