დიმიტრი დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
 
ხაზი 1:
'''დიმიტრი ელიზბარის ძე დადიანი''' (1848<ref>ილია ჭავჭავაძის პერსონალური ენციკლოპედია, 1837-1907 : სიტყვანი / ილია ჭავჭავაძის კვლევის ცენტრი ; [წიგნზე მუშაობდნენ: გიორგი აბაშიძე, ნინო მამარდაშვილი, მანანა ბარათაშვილი [და სხვ.] ; პროექტი ხორციელდება სრ. საქ. კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით]. საგამომცემლო ცნობები თბ. : უნივერსალი, 2010. - გვ. 208. </ref> — გ. [[16 ივლისი]], [[1895]], [[ოდესა]]) — [[ქართველები|ქართველი]] ჟურნალისტი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე.
 
[[ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია|ქუთაისის გიმნაზიის]] დამთავრების შემდეგ შევიდა ოდესის უნივერსიტეტში (არ დაუმთავრებია). საფუძვლიანი აგრონომიული განათლება მიიღო [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. დაბრუნების შემდეგ ელიზავეტპოლის გუბერნიაში მსახურობდა საგანგებო მინდობილობათა მოხელედ. შემდეგ [[ქუთაისი|ქუთაისში]] ეწეოდა ჟურნალისტურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას: 1881-1883 რედაქტორობდა გაზეთ „[[შრომა (გაზეთი)|შრომას]]“, აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის პუბლიცისტურ თხზულებებს ქართულ და რუსულ პრესაში („[[დროება (XIX საუკუნე)|დროება]]“, „შრომა“, „[[ივერია (გაზეთი)|ივერია]]“, „ნოვოე ობოზრენიე“ და სხვ.). დადიანის შეხედულებით, ქართველი ხალხის საერთო-ეროვნული თვითშეგნების გამთლიანება-აღორძინებისთვის აუცილებელი იყო საზოგადოებრიობის ყველა ფენის კონსოლიდაცია ეროვნული იდეოლოგიის გარშემო, ეკონომიკის დაწინაურება და კულტურულ-საგანმანათლებლო პროცესების პერმანენტული განვითარება. 1884–1890 წლებში განაგებდა [[ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკი|ქუთაისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკს]]. თავიდან მომხრე იყო თბილისის და ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკების შეერთებისა, რაზეც გამოქვეყნებული აქვს სპეციალური წერილი „მუდამ ცალ-ცალკე თუ ერთად“ („დროება“, 1875, №44). სიცოცხლის ბოლო წლებში დადიანი იყო სენაკის მაზრის თავადაზნაურობის დეპუტატი. 1895 წელს ტუბერკულოზით დაავადებული დადიანი სამკურნალოდ ]]ავსტრია\\ში გაემგზავრა, მაგრამ გზაში (ოდესაში) გარდაიცვალა. დაკრძალულია [[სენაკი|სენაკში]].