ავჭალა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 2:
'''ავჭალა'''<ref>{{სგსოლ|14|სსრ}}</ref> — [[თბილისი]]ს გარეუბანი [[1962]] წლიდან, ამჟამად გლდანის რაიონის ნაწილი. ადრე სოფელი [[გარდაბნის რაიონი|გარდაბნის რაიონში]]. მდებარეობს თბილისის ჩრდილოეთით, [[საგურამოს ქედი]]ს მთისწინეთისა და [[გარე კახეთის ზეგანი|გარე კახეთის ზეგნის]] ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე [[მტკვარი|მტკვრის]] მარცხენა ნაპირის ტერასაზე, ზღვის დონიდან 440 მ.
 
==ისტორია==
ავჭალა საქართველოს ერთ-ერთი უძველესი სოფელი იყო. ისტორიულ ქრონიკებში ხშირად მოიხსენიება. [[დიდი თურქობა|დიდი თურქობის]] დროს, XI საუკუნის 80-იან წლებში, თურქები ზამთრობით ავჭალასა და [[დიღმის მასივი|დიღომში]] იდგნენ. IX-XI საუკუნეებში ავჭალა [[თბილისის საამირო]]ში შედიოდა, XII-XIII საუკუნეებში — [[კახეთი]]ს საერისთავოში.
 
Line 7 ⟶ 8:
 
სოფელი ავჭალა გაყოფილი იყო ორ ნაწილად: ზემო და ქვემო ავჭალად. ზემო ავჭალა იწყებოდა თითქმის [[მცხეთა|მცხეთიდან]] გვინდაძის ხევამდე, ხოლო ქვემო ავჭალა იწყებოდა გვინდაძის ხევიდან მდინარე [[გლდანისხევი (მდინარე)|გლდანულამდე]]. უბნის ასეთი დაყოფა და შესაბამისი ტოპონიმები დღემდე შემორჩა.
 
[[1939]] წლის 20 სექტემბერს თბილისის რაიონის ავჭალის სასოფლო-საბჭოს სოფლები ზემო-ავჭალა და ქვემო-ავჭალა გაერთიანდა დასახლებულ პუნქტად დაბა ავჭალა<ref>{{საქართველოს უწყებები|281026|9}}</ref>.
 
ავჭალა საყოველთაოდ ცნობილი გახდა [[ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური]]ს მშენებლობის შემდეგ. თბილისისაკენ მიმავალი გზატკეცილის გაყოლებით აიგო მრავალი საწარმო: [[თემქა|ელმავალმშენებელი ქარხანა]], თუჯსამსხმელო ქარხანა [[ცენტროლიტი]], შამპანიურის ქარხანა, კონიაკის ქარხანა, ღვინის ჩამომსხმელი ქარხნები, [[თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკა|ჩაის საწონი ფაბრიკა]] და სხვა. 1959 წელს ავჭალის მოსახლეობა შეადგენდა 8352 ადამიანს. 1962 წელს შევიდა თბილისის შემადგენლობაში.<ref>[http://pop-stat.mashke.org/georgia-cities.htm Cities and towns of Georgia] pop-stat.mashke.org</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ავჭალა“-დან