ვლადისლავ არძინბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 82:
არძინბა ჯერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ, ხოლო [[1990]] წლის 4 დეკემბერს კი [[აფხაზეთის ასსრ]] უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. იმ დროისთვის აფხაზეთის ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოს ვადა, ჯერ კიდევ 1990 წლის თებერვალში ამოეწურათ, ამიტომ დეპუტატებს უფლებამოსილება 1990 წლის 1 ოქტომბრამდე გაუგრძელდათ. მას შემდეგ, არძინბა დამოუკიდებლად ცდილობდა აფხაზეთის მართვას; თბილისთან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რამაც საბოლოოდ 1991 წლის შეთანხმებამდე მიიყვანა და აფხაზებს ფართო წარმომადგენლობა მიანიჭა. 1991 წლის 29 სექტემბერს გაიმართა [[აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭოს არჩევნები (1991)|აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს არჩევნები]] გაიმართა, არძინბამ ჩამოაყალიბა პრეზიდიუმი, რომელის შემადგენლობაშიც იყვნენ: სამი აფხაზი (მისი ჩათვლით), სამი ქართველი, ორი რუსი და ერთი სომეხი. რადგანაც ეთნიკური პოლარიზაცია ძლიერი იყო, წევრები იძულებულები იყვნენ მხარე აერჩიათ: ერთ-ერთმა რუსმა წევრმა ქართველთა მხარე აირჩია, ხოლო მეორემ და სომეხმა წევრმა - აფხაზების. არძინბმამ წარმატებით შეძლო კოალიციის შექმნა, რომელიც აფხაზურ კონტროლს გარანტირებულს ხდიდა.
 
====სეპარატისტული აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტიმთავრობაში====
არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელიც მონო-ეთნიკური იყო და მხოლოდ ეთნიკური აფხაზებისაგან შედგებოდა.