ვლადისლავ არძინბა: განსხვავება გადახედვებს შორის

1988-1989 წლებში იყო [[აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტი]]ს დირექტორი.
 
===პოლიტიკა===
====სსრკ-ს უმაღლესი საბჭო====
[[1989]] წლის 2 ივნისს ვ. არძინბა, [[ფაზილ ისკანდერი|ფ. ისკანდერის]], [[ბაგრატ შინქუბა|ბ. შინქუბასა]] და [[ალექსი გოგუა|ა. გოგუასთან]] ერთად აფხაზეთის ასსრ-მ წარმომადგენლებად მიავლინა სსრკ-ს სახალხო დეპუტატთა სხდომაზე, სადაც 10 წუთიანი გამოსვლით ისაუბრა აფხაზი ხალხის უფლებების შელახვაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე<ref>Съезд народных депутатов СССР, бюлетень №9, часть 1, от 2 июня 1989 года. с. 46-52</ref><ref>«Известия», №155, 4 июня 1989 года</ref>. მოგვიანებით, იმავე წელს არძინბა აირჩიეს [[საბჭოთა კავშირი|საბჭოთა კავშირის]] უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. უმაღლეს საბჭოში მან აირჩია ნაციონალური პოლიტიკის კომისიაში მუშაობა, რომელსაც იმ დროისათვის ხელმძღვანელობდა გ. ტარაზევიჩი. აღნიშნულ პოსტზე ყოფნისას მან სსრკ-ს ავტონომიური ერთეულების უფლებების გასაზრდელად კანონში 50-მდე ცვლილება შეატანინა, რის გამოც მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების იყო ყველა მოკავშირე ქვეყნის ხელმძღვანელობა. მას ასევე დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მ. გორბაჩოვთანაც.
 
ვლადისლავ არძინბა სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო [[საბჭოთა კავშირი]]ს ლიკვიდაციამდე — 1991 წლის 26 დეკემბრამდე.
 
====აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭო====
არძინბა ჯერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ, ხოლო [[1990]] წლის 4 დეკემბერს კი [[აფხაზეთის ასსრ]] უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. იმ დროისთვის აფხაზეთის ბოლო მოწვევის უმაღლეს საბჭოს ვადა, ჯერ კიდევ 1990 წლის თებერვალში ამოეწურათ, ამიტომ დეპუტატებს უფლებამოსილება 1990 წლის 1 ოქტომბრამდე გაუგრძელდათ. მას შემდეგ, არძინბა დამოუკიდებლად ცდილობდა აფხაზეთის მართვას; თბილისთან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რამაც საბოლოოდ 1991 წლის შეთანხმებამდე მიიყვანა და აფხაზებს ფართო წარმომადგენლობა მიანიჭა. როცა უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა, არძინბამ ჩამოაყალიბა პრეზიდიუმი, რომელის შემადგენლობაშიც იყვნენ: სამი აფხაზი (მისი ჩათვლით), სამი ქართველი, ორი რუსი და ერთი სომეხი. რადგანაც ეთნიკური პოლარიზაცია ძლიერი იყო, წევრები იძულებულები იყვნენ მხარე აერჩიათ: ერთ-ერთმა რუსმა წევრმა ქართველთა მხარე აირჩია, ხოლო მეორემ და სომეხმა წევრმა - აფხაზების. არძინბმამ წარმატებით შეძლო კოალიციის შექმნა, რომელიც აფხაზურ კონტროლს გარანტირებულს ხდიდა.
 
====დეფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი====
არძინბას სახელს უკავშირდება აფხაზეთში ეროვნული გვარდიის შექმნა, რომელიც მონო-ეთნიკური იყო და მხოლოდ ეთნიკური აფხაზებისაგან შედგებოდა.