შხარა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ბმული
ხაზი 31:
ზოგიერთი წყაროს ცნობით, შხარას სიმაღლე 5200 ან 5208 მეტრია.<ref name="sok" /> მწვერვალ [[იალბუზი]]დან გადაღებულ პანორამულ ფოტოზე ჩანს, რომ შხარას რეალური სიმაღლე არანაკლებ 5200 მეტრია.<ref>[http://www.ii.uib.no/~petter/mountains/5000mtn/Elbrus/ElbrusA/142-150_annotate.jpg პანორამული ფოტო მწვერვალ იალბუზიდან].</ref>
 
ალპინისტური თვალსაზრისით, შხარა ერთ-ერთი ურთულესია ევროპაში. მთავარ შხარაზე პირველი წარმატებული ასვლა განახორციელეს ინგლისელმა ალპინისტებმა — ჯონ კოკინმა, ულრიხ ალმერმა და კ. როთმა (1888 წლის სექტემბერი). 1940 წლის სექტემბერ-ოქტომბერში კავკასიონის მთავარი ქედის 20-მდე მწვერვალი, მათ შორის შხარა, დალაშქრეს [[ალიოშა ჯაფარიძე|ალიოშა]] და [[ალექსანდრა ჯაფარიძეებმაჯაფარიძე]]ებმა, [[გოჯი ზურებიანი|გოჯი ზურებიანმა]], გაბრიელ და ბექნუ ხერგიანებმა. ეს იყო სარეკორდო ტრავერსი. სამხრეთ ფასადიდან პირველნი ავიდნენ [[ბექნუ ხერგიანი|ბექნუ]] და [[ბესარიონ ხერგიანი|ბესარიონ ხერგიანები]], [[ილია გაბლიანი]], [[მაქსიმე გვარლიანი]] და [[ჭიჭიკო ჩართოლანი]] (1952). მათვე წარმატებით განვლეს ხალდე-ბეზენგის კედლის კედელი.<ref name="sok" />
 
იმავე პერიოდში წურუნგალა-შხარის ტრავერსი (ფიცხელას კედლით) გაიარეს ქუთაისელმა ალპინისტებმა ალექსანდრე ნემსვიწერიძემ, გრიგოლ გულბანმა, რამინ კვიციანმა და ლევან ახვლედიანმა. მთავარ შხარაზე შესრულებული ასვლებიდან ყველაზე რთულად მიჩნეულია მარშრუტი, რომელიც სამხრეთის კედლის ცენტრზე გადის. ეს მარშრუტი პირველად დაძლიეს შოთა მირიანაშვილმა, გიორგი აბაშიძემ, დიმიტრი დანგაძემ და ოთარ ხაზარაძემ (1969). მთავარ შხარაზე სულ გაკვალულია 10 მარშრუტი, რომელთა უმრავლესობა 5 B-6 A კატეგორიისაა.<ref name="sok">[http://www.sok.ge/ge/%E1%83%A8%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90/ შხარა — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/შხარა“-დან