ჩარლზ დეივისი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ცვლილებები ემსახურება კონკურსის ,,ნობელის პრემია ვიკიპედიაში'' ფარგლებში სტატიების გაუმჯობესებას.
ხაზი 54:
}}
 
'''ჩარლზ გეიტს დეივისი''' (''[[ინგლ.]]:'' Charles Gates Dawesc) (დ. [[27 აგვისტო]], [[1865]] — გ. [[23 აპრილი]], [[1951]])— [[აშშ|ამერიკელი]] ბანკირი, დაგენერალი, დიპლომატი, კომპოზიტორი, პოლიტიკოსი, [[აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი]] 1925-1929 წლებში, [[რესპუბლიკური პარტია (აშშ)|რესპუბლიკელი]]. მას მიენიჭა ნობელის პრემია 1925 წელს, რომელიც [[ოსტინ ჩემბერლენი|ოსტინ ჩემბერლენთან]] გაიზიარა.
 
დაიბადა მარიეტაში, [[ოჰაიო|ოჰაიოს შტატში]]. დეივისი შევიდა [[ცინცინატი|ცინცინატის სამართლის სკოლაში]], ვიდრე დაიწყებდა სამართლებრივ კარიერას [[ლინკოლნი (ნებრასკა)|ლინკოლნში]], [[ნებრასკა|ნებრასკაში]]. 1896 წელს ის უძღვებოდა [[უილიამ მაკ-კინლი|უილიამ მაკ-კინლის]] საპრეზიდენტო კამპანიას [[ილინოისი|ილინოისში]].
 
დეივისი პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მსახურობდა გენერლად. 1921 წელს პრეზიდენტმა [[უორენ გამალიელ ჰარდინგი|უორენ ჰარდინგმა]] დეივისი შეარჩია საბიუჯეტო ბიუროს პირველ ხელმძღვანელად. დეივისი ასევე მსახურობდა მოკავშირეთა რეპარაციების კომისიაში, სადაც შეიმუშავა ,,დეივისის გეგმა", გერმანული ეკონომიკის ბრძოლისთვის დასახმარებლად, თუმცა მისი გეგმა მოგვიანებით [[:en:Young_Plan|იუნგის გეგმამ]] ჩაანაცვლა.
 
1924 წლის რესპუბლიკელთა ეროვნულ კონვენციაზე საპრეზიდენტო ნომინაციისთვის ერთხმად წარადგინეს [[კალვინ კულიჯი]],ხოლო ვიცე-პრეზიდენტად ჩარლზ დეივისი. რესპუბლიკელებმა გაიმარჯვეს საპრეზიდენტო არჩევნებში და დეივისმა ფიცი დადო 1925 წელს, ვიცე-პრეზიდენტად გახდომისას.
 
1929 წელს პრეზიდენტმა [[ჰერბერტ ჰუვერი|ჰერბერტ ჰუვერმა]] აირჩია დეივისი [[გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებული სამეფოს]] ელჩის პოზიციაზე. დეივისი ასევე ცოტა ხნით უძღვებოდა ფინანსთა სარეკონსტრუქციო კორპორაციას, რომელიც ორგანიზებას უწევდა [[დიდი დეპრესია|დიდი დეპრესიისას]] მთავრობის საპასუხო ნაბიჯებს. 1932 წელს გადადგა ამ პოზიციიდან და დაუბრუნდა საბანკო საქმეს. დეივისი 1951 წელს [[:en:Coronary_thrombosis|კორონარული თრომბოზით]] გარდაიცვალა.
 
== '''ადრეული წლები''' ==
 
 
დეივისი დაიბადა მარიეტაში, ოჰაიოში, ვაშინგტონის ოლქში. ის იყო სამოქალაქო ომის გენერლის რუფუს დეივისისა და მერი ბემან გეიტსის ვაჟი. რუფუს დეივისი მეთაურობდა ვისკონსინის მე-6 პოლკს([[:en:Iron_Brigade|რკინის ბრიგადას]]) 1863 - 1864 წლებში ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში.
[[ფაილი:Charles Gates Dawes House (7160476075).jpg|მინი|1909-დან 1951 წლამდე ჩარლზ დეივისი ცხოვრობდა გრინვუდის 225-ში, ილინოისში. სახლს ეროვნული ისტორიული მნიშვნელობა აქვს მინიჭებული.]]
ჩარლზის ძმები, [[:en:Rufus_C._Dawes|რუფუს დეივისი]](უმცროსი), [[:en:Beman_Gates_Dawes|ბემან გეიტს დეივისი]] და [[:en:Henry_M._Dawes|ჰენრი მეი დეივისი]], წარმოდგენილნი იყვნენ ბიზნეს და პოლიტიკურ ასპარეზზე. მას ჰყავდა ასევე ორი და, მერი ფრენსის დეივის ბიჩი და ბეტსი გეიტს დეივის ჰოიტი.
 
დეივისი იყო ედუარდ დოტის შთამომავალი, მეიფლაუერის მგზავრის, და ვილიამ დეივისის, რომელიც წაუძღვა პოლ რევერთან ერთად ბრიტანულ არმიას, როდესაც იფეთქა [[ამერიკის რევოლუცია|ამერიკის რევოლუციამ]].
 
დეივისი დაქორწინდა [[:en:Caro_Dawes|კარო ბლაიმაიერზე]] 24 იანვარს, 1889 წელს. მათ შეეძინათ ვაჟი რუფუს ფეარინგი (1890-1912) და ქალიშვილი კაროლინი. მოგვიანებით წყვილმა იშვილა ორი ბავშვი, დანა და ვირჯინია.
<br />
 
== '''განათლება''' ==
დეივისმა დაამთავრა მარიეტას კოლეჯი 1884 წელს და ცინცინატის სამართლის სკოლა 1886 წელს. კოლეჯში ის დელტა იფსილონის ძმობის წევრი იყო.
<br />
 
== '''ადრეული ბიზნეს კარიერა''' ==
როდესაც ლეიტენანტი [[ჯონ პერშინგი]], არმიის მომავალი გენერალი, ნებრასკის უნივერსიტეტში სამხედრო ინსტრუქტორად მიიღეს, ის შეხვდა დეივისს და მათ შორის სამუდამო მეგობრობა ჩამოყალიბდა. დეივისი ასევე შეხვდა დემოკრატ კონგრესმენ ვილიამ ჯენინგს ბრაიანს და დაუმეგობრდა ბრაიანის შეხედულებებთან წინააღმდეგობისა.
 
დეივისი ლინკოლნიდან ჩიკაგოში გადავიდა 1893 წლის [[:en:Panic_of_1893|პანიკის]] პერიოდში. 1894 წელს დეივისმა გამოავლინა ინტერესი შუა აღმოსავლეთის ნავთობკომპანიების მიმართ და ორ მათგანს სათავეში ჩაუდგა ლა კროსში და ილინოისში.
<br />
 
== '''ინტერესი მუსიკაში''' ==
დეივისი თვითნასწავლი პიანისტი და კომპოზიტორი იყო. მისი კომპოზიცია ''Melody in A Major'' გახდა ცნობილი საფორტეპიანო და სავიოლინო მუსიკა1912 წელს. მელოდია ბევრ ოფიციალურ შეხვედრაზე იკვრებოდა, რომელშიც დეივისი მონაწილეობდა.
 
1951 წელს კარლ სიგმანმა დაამატა ტექსტი ''Melody in A Major-ს'' და გადაიქცა სიმღერად "It's All in the Game". ამ სიმღერის [[:en:Tommy_Edwards|ტომი ედვარდსისეული]] ჩანაწერი ნომერ პირველი ჰიტი გახდა ამერიკული ბილბორდებისთვის ექვსი კვირის მანძილზე, 1958 წელს. ედვარდსის ჩანაწერი იმ წლის ნომერ პირველ ჰიტად იქცა [[გაერთიანებული სამეფო|გაერთიანებულ სამეფოშიც]].
 
მას შემდეგ უამრავმა ხელოვანმა ჩაწერა ეს სიმღერა, მათ შორის კლიფ რიჩარდმა, ისააკ ჰეიესმა, ჯეკი დე-შენონმა, [[ელტონ ჯონი|ელტონ ჯონმა]], მელ კარტერმა, დონი და მარია ოსმონდებმა, ბარი მანილომ და კეიტ ჯარეტმა.
 
დეივისი ერთადერთი ვიცე-პრეზიდენტია, რომელმაც ნომერ პირველი პოპ-ჰიტი შექმნა. მხოლოდ დეივისი და სონი ბონო არიან No. 1 პოპ-ჰიტის შემქმნელები შეერთებული შტატების სენატისა და წარმომადგენლობითი სახლის წევრებს შორის. ხოლო, ნობელის პრემიის ლაურეატებს შორის ასეთები მხოლოდ დეივისი და ბობ დილანი (მწერალი) არიან.
 
დეივისი იყო მუსიკალური საძმო [[:en:Phi_Mu_Alpha_Sinfonia|Phi Mu Alpha Sinfonia]]-ს წევრი.
 
 
==რესურსები ინტერნეტში==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჩარლზ_დეივისი“-დან