ანრი დიუნანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ფაილი:Henry Dunant-young.jpg|thumb|ანრი დიუნანი, 1860.]]
'''ჟან ჰენრი დიუნანი''' ({{lang-fr|Jean Henri Dunant;}} დ. [[8 მაისი]], [[1828]], [[ჟენევა]] — გ. [[30 ოქტომბერი]], [[1910]], [./Https://en.wikipedia.org/wiki/Heiden%2C%20Switzerland ჰაიდენი]) — შვეიცარიელი მეწარმე და საზოგადო მოღვაწე, ცნობილი, როგორც [https://redcross.ge/ge წითელი ჯვრის] მამა. მამამისი წარმატებული ბინესმენი იყო, ხოლო დედამისი ღვთისმოსავი ქალი, რომელსაც მისი პიროვნების ჩამოყალიბებასა და აღზრდაში ადრეული ასაკიდანვე დიდი წვლილი მიუძღვის. იგი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა მოძრაობაში, მათ შორის იყო წევრი ორგანიზაციის "მოწყალების ლიგა", რომლის მიზანიც ღარიბთა და დაავადებულთა დახმარება იყო. იგი ჩართული იყო გაერთიანების: "ახალგაზრდა ქრისტიან კაცთა ასოციაცია" შექმნაში, ასევე ცნობილი როგორც Y.M.C.A. უნდა აღინიშნოს, რომ მისი საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლებოდა, მისი ბიზნეს კარიერა 1849 წელს დაიწყო, როდესაც ჟენევაში საბანკო საქმის შესწავლა დაიწყო. 1853 წელს იგი დროებით დაინიშნა საწარმოს გენერალურ მენეჯერად ალჟირში.
 
1859 წელს საქმიანი მოგზაურობისას [[იტალია]]ში სოლფერინოს ბრძოლის შედეგების თვითმხილველი გახდა, ბრძოლა მიმდინარეობდა ჩრდილოეთ იტალიში: ფრანგ, იტალიელ და ავსტრიელ სამხედრო ძალებს შორის. იგი შეშფოთებული იყო ბრძლის ველზე მიტოვებული დაჭრილი მეომრების ბედით და მახლობელი სოფლების მკვიდრ ქალებთან ერთად ცდილობდა მათი ტანჯვა შეემსუბუქებინა.<ref>How Does Law Protect in War? Volume I, Third Edition, Marco Sassòli, Antonie A. Bouvier, Anne Quintin, International Committee of the Red Cross, Geneva 2011, p. 140</ref> ჟენევაში დაბრუნების შემდეგ საკუთრი მოგონებები და განცდები ომის საშინელებების შესახებ მან ”[https://www.icrc.org/en/doc/assets/files/publications/icrc-002-0361.pdf სოლფერინოს მემუარებში”] აღწერა და ასევე ეცადა ეპოვა გამოსავალი. " მე უბრალო ტურისტი ვიყავი, რომელსაც არანაირი წვლილი მიუძღვოდა ამ დიდ კონფლიქტში. თუმცა, ეს იყო ჩემი იშვიათი პრივილეგია განპირობებული მთელი რიგი არაჩვეულებრივი გარემოებებით, რომ შევსწრებოდი ამ სულისშემძვრელ კადრებს, რომელთა აღწერაც განზრახული მაქვს. წიგნის გვერდებში აღვწერ პირად შთაბეჭდილებებს, ასე რომ ჩემი მკითხველი არ უნდა მოელოდეს სპეციალურ დეტალებსა, თუ ინფორმაციას სტრატეგიულ საკითხებზე. ამ ყოველივეს წაკითხვას სხვა ნაშრომებშიც შეძლებენ"[https://quotes.yourdictionary.com/author/henry-dunant/] - განმარტავს ავტორი. მისი ერთ-ერთი შეთავაზება ითვალისწინებდა სახელმწიფოთა მოწვევას ისეთი ხელშეუხებელი საერთაშორისო პრინციპის შესაქმნელად, რომელსაც კონვენციით გათვალისწინებული სანქციები გაუმაგრებდა ზურგს და იქნებოდა ბრძოლის ველზე დაჭრილთა იურიდიული დაცვის გარანტი<ref>იქვე.</ref>.
ანონიმური მომხმარებელი