შაშიანის სამების ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''შაშიანის სამების ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი დგას [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[შაშიანი|შაშიანის]] სამხრეთით სამიოდე კილომეტრზე. მდინარე [[ჭერმისხევი|ჭერმისხევის]] მარცხნივ ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება [[VI საუკუნე|VI]]-[[VII საუკუნე|VII საუკუნეების]] მიჯნას. ძეგლი სამეკლესიანი [[ბაზილიკა|ბაზილიკაა]]. შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული სახით (1980-იან წლებში სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო სამუშაოები, რაც მალე შეჩერდა). ეკლესიის გეგმის გარეგან სწორკუთხედში ჩაწერილია ერთმანეთისგან ყრუ კედელებით გამიჯნული და თითონ კარით დაკავშირებული სამი სადგომი შუა, რომელიც მთავარ ეკლესიას წარმოადგენს, გვერდითებთან შედარებით უფრო ფართოა და მაღალი. აღმოსავლეთით იგი დასრულებულია საკურთხევლის აფსიდით, რომლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა სათავსია - სამკვეთლო და სადიაკნე. ორივე მთავარ ეკლესიას კარით უკავშირდება ჩრდილოეთ სათავსს ჩრდილოეთ ეკლესიიდან მეორე კარიც აქვს.შენობა ნაგებია კარგას შერჩეული [[რიყის ქვა|რიყის ქვით]], გარეთა კუთხეებში გამოყენებულია შირიმის თლილი კვადრატები და მოზრდილი ზომის, მეტ-ნაკლებად წესიერი ფორმის ქვები. კედლების ზედაპირი შიგნით და გარედან გასწორებული ყოფილა ბათქაშით, რომელიც ავსებს ქვებს შორის არეებს და ნაწილობრივ მათ ზედაპირებსაც ფარავს. ეკლესიის საკურთხევლის [[აფსიდა|აფსიდი]] ნალისებრი ფორმისაა. აფსიდში გაჭრილია ძალიან მაღალი, თითქმის პარარელურწირთხლებიანი თაღოვანი სარკმელი (მოგვიანებით ნაწილობრივ ამოშენებული), რომელიც გარედან მთლიანად შირმის ნათალი ქვითაა გამოყვანილი, შირიმითაა ნაწყობი სარკმლის შიდა თაღიც. წირთხლები და გვერდები კი - რიყის ქვისაა. აფსიდის ჩრდილოეთ გვერდში პატარა ოთხკუთხა ნიშაა. ეკლესიის სამხრეთ კედელში ორი სარკმლის ქვედა ნაწილია შემორჩენილი. დასავლეთ კედელში ფართო ნალისებრთაღოვანი ღიობი ყოფილა, რომელიც გვიან ამოუშენებიათ. მტავარი ეკლესია გვერდით ეკლესიების გრძივ კედლები გაჭრილი. ერთ ღერძზე განლაგებული, თითო კარით უკავშირდება. ჩრდილოეთ კარი (ამოშენებულია) ორივე მხრიდან ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. სამხრეთ კარი შიგნით თაღოვანია, გარედან კი გადახურვა ჩამოშლილი აქვს. სამხრეთ-აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ სათავსები ცილინდრილი ფორმის სხმული კამარიტაა გადახურლი. ორივეს აღმოსავლეთით თითო სწორკუთხა სარკმელი აქვს, გვერდითი ეკლესიები ცილინდრული კამარითაა გადახურული (სამხრეთ ეკლესიის კამარა თითქმის მთლიანადაა ჩამოშლილი. ჩრდილოეთისაში კამარის ერთი ნაწილი ჩამოშლილია, დანარჩენი ჩამოშლის პირასაა მისული). სამხრეთ ეკლესიას ჩრდილოთისგან განსხვავებით აღმოსავლეთით ნახევარწრიული, უსარკმელო აფსიდი აქვს. სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედელზე და ჩრდილოეთ ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე ორმალიანი, ნალისებრთაღოვანიბ შესასვლელებია მოწყობილი - მრგვალი სვეტით თაღების შორის. სამხრეთ შესასვლელის თაღები და სვეტი დანგრეულია, ჩრდილოეთისა კი დანგრევის პირასაა მისული. ჩრდილოეთ ეკლესიის ფასადზე შირიმის ქვით ნაწყობი თაროსებრი ლავგარდნიდ ნაწილია შემორჩენილი.
 
==ლიტერატურა==