შაშიანის მთავარანგელოზთა ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''შაშიანის მთავარანგელოზთა ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი დგას [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[შაშიანი|შაშიანის]] განაპირას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. [[დარბაზული ეკლესია|ეკლესია დარბაზულია]], ნაგებია ნატეხი და [[რიყის ქვა|რიყის ქვით]], აქა-იქ გამოყენებულია [[აგური|აგურიც]]. წყობა ირეგულარულია. [[2010]] წელს ადგილობრივმა მოსახლეობამ, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესია აღადგინა. ეკლესიის ახლოს აიგო [[სამრეკლო]]. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ადრე კარი გარედან თაღოვანი ყოფილა, შიგნით კი,თარაზულად ყოფილა გადახურული (აღდგენის დროს შესასვლელი ოდნავ დაუვიწროებიათ და ბრტყლად გადაუხურავთ). კარის ზემოთ სწორკუთხა სარკმელია. ეკლესიის დარბაზი მოკლეა, აღმოსავლეთით დასრულებულია ოდნავ გაბრტყელებუილი ნახევარწრიული [[აფსიდა|აფსიდით]], რომელშიც ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ქვემოთ კედელზე მიდგმულია ტრაპეზი. აფსიდის გვერდებში თითო მცირე ზომის ნიშაა. კამარა სხმულია, მას განივ ჭრილში კოლოფა თაღის ფორმა აქვს. მსგავსი ფორმისაა [[კონქი|კონქის]] [[თაღი|თაღიც]].
 
==ლიტერატურა==