ყიტაანის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''ყიტაანის ღვთისმშობლის ეკლესია''' — ვარამაანთ საყდარი, არქიტექტურული ძეგლი დგას [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ყიტაანი|ყიტაანში]]. სოფლის აღმოსალეთით 1 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. [[დარბაზული ეკლესია|ეკლესია დარბაზულია]], ჩრდილოეთიდან ეკვროდა თანადროული მინაშენი, რომელიც ეკლესიას წყობით უკავშირდებოდა. შენობა ნაგებია [[რიყის ქვა|რიყის ქვითა]] და კირის ხსნარით. წყობაში დაცულია რიგების სწორხაზოვნება. დაზიანებულია: ჩამონგრეულია [[კონქი]] და კამარა, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები; ჩრდილოეთ მინაშენი მთლიანად დანგრეულია და დაფარულია მიწითა და მცენარეულობით. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან მოზრდილი ზომის ქვითაა გადახურული - თარაზულად, შიგნით - თაღოვანია. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებული ღრმა ნალისებრი [[აფსიდა|აფსიდით]]. აფსიდში ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი, რომელიც ზემოთკენ ოდნავ შევიწროებულია. სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით. ჩრდილოეთ მხართან მინაშენში გასასვლელია. კარი [[თაღი|თაღოვანია]]. მოგვიანებით ამოუსენებიათ და ნიშად გადაუკეთებიათ.
 
==ლიტერატურა==