შაშიანის წმინდა გიორგის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
'''შაშიანის წმინდა გიორგის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[შაშიანი|შაშიანის]] სასაფლაოზე დგას. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. [[დარბაზული ეკლესია|ეკლესია დარბაზულია]], ნაგებია ნატეხი და [[რიყის ქვა|რიყის ქვით]]. დაზიანებულია:დაბზარულია კედლები,სახურავზე თითქმის მთლიანად აყრილია [[კრამიტი|კრამიტის]] საფარი. ეკლესია [[აფსიდა|უაფსიდოა]], აღმოსავლეთით დასრულებულია სწორი კედლით, როიმელსაც ბოლოები ოდნავ მომრგვალებული აქვს. შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი სწორკუთხაა, ინტერიერი განათებულია ორი დაბალი, სწორკუთხა სარკმლით, მათგან ერთი აღმოსავლეთ კედლის შუაშია, მეორე დასავლეთით, შესასვლელის ზემოთ. საკურთხევლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო მცირე ზომის ნიშაა. საკურთხევლის ცენტრში დგას ოთხწახნაგა ტრაპეზი. საკურთხევლის ქვედა ნახევარი დარბზისგან გამოყოფილი არ არის და მისი გვერდითი კედლები დარბაზის გრძივ კედლებთან ერთ სიბრტყეშია მოქცეული. იატაკიდან დაახლოებით 1,8 მეტრის სიმაღლეზე, საკურთხეველს მხრები აქვს მოწყობილი, რომლებიც ზემოთ თანდათან განივრდება. მათზე დაყრდნობილია დადაბებული პროპორციების [[კონქი|კონქის]] [[თაღი]]. მსგავსი ფორმისაა კამარაც. ფასადები დასრულებულია თაროსებრი ლავგრანდით.
 
 
==ლიტერატურა==