ყიტაანის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''ყიტაანის ღვთისმშობლის ეკლესია''' — ვარამაანთ საყდარი, არქიტექტურული ძეგლი დგას [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ყიტაანი|ყიტაანში]]. სოფლის აღმოსალეთით 1 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. [[დარბაზული ეკლესია|ეკლესია დარბაზულია]], ჩრდილოეთიდან ეკვროდა თანადროული მინაშენი, რომელიც ეკლესიას წყობით უკავშირდებოდა. შენობა ნაგებია [[რიყის ქვა|რიყის ქვითა]] და კირის ხსნარით. წყობაში დაცულია რიგების სწორხაზოვნება. დაზიანებულია:ჩამონგრეულია [[კონქი]] და კამარა, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები; ჩრდილოეთ მინაშენი მთლიანად დანგრეულია და დაფარულია მიწითა და მცენარეულობით. ეკლესიის შესასვლელი დასავლეთიდანაა, კარი გარედან მოზრდილი ზომის ქვითაა გადახურული - თარაზულად, შიგნით - თაღოვანია. ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებული ღრმა ნალისებრი [[აფსიდა|აფსიდით]]. აფსიდში ვიწრო, ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი, რომელიც ზემოთკენ ოდნავ შევიწროებულია. სარკმლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშაა. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით. ჩრდილოეთ მხართან მინაშენში გასასვლელია. კარი [[თაღი|თაღოვანია]]. მოგვიანებით ამოუსენებიათ და ნიშად გადაუკეთებიათ.
 
გვ215 მარკოზაშვილი თ. კუპრეიშვილი ბ.
==ლიტერატურა==
{{სძა|1-1|215|მარკოზაშვილი თ.-კუპრეიშვილი ბ.}}