შაშიანის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
 
ხაზი 1:
'''შაშიანის ღვთისმშობლის პირველი ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[შაშიანი|შაშიანის]] შუაში დგას. განეკუთვნება შუა საუკუნეებს. [[დარბაზული ეკლესია|ეკლესია დარბაზულია]]. ნაგებია სხვადასხვა ზომის [[რიყის ქვა|რიყის ქვითა]] და კირის ხსნარით. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარი ოდნავ შეისრული [[თაღი|თაღითაა]] გადახურული და შიგნით სწორკუთხა შეღრმავებულ არეშია ჩასმული. აღმოსავკლეთით ოდნავ ნალისებრი მოხაზულობის [[აფსიდი|აფსიდია]], რომელშიც გაჭრილია დაბალი, თარაზულად გადახურული სარკმელი. სარკმლის სამხრეთით და ჩრდილოეთ თითო ოთხკუთხა ნიშაა, ხოლო ქვემოთ, კედლიდან ოდნავ დაშორებით, ოთხკუთხა ნიაშაა, ხოლო ქვემოთ, კედლიდან ოდნავ დაშორებით, ოთხწახნაგა [[ტრაპეზი]] დგას. აფსიდი დარბაზისგან გამოყოფილია მხრებით, რომლებსაც [[კონქი|კონქის]] თაღი ეყრდნობა. დასავლეთ კედელში მცირე ზომის სწორკუთხა სარკმელია. შიგნით ეკლესია გადახურულია ქარგილზე სხმული ცილინდრული კამარით. ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია თაროსებრი ლავგრანდით. [[2010]] წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, საერთაშორისო საქვლმოქმედო ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ეკლესია გარემონტდა: გამაგრდა მორყეული საპირე, რამაც სახურავის დახრილობა ნაწილობრივ შეცვალა. ეკლესია გადახურულია [[კრამიტი|კრამიტით]]. ეკლესიას გარს ევლებოდა დაბალი [[გალავანი]] (შემორჩენილია ფრაგმენტები)
 
==ლიტერატურა==