ქოდალოს ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ქოდალოს ღვთისმშობლის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი გურ...
 
No edit summary
 
ხაზი 1:
'''ქოდალოს ღვთისმშობლის ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი [[გურჯაანის მუნიციპალიტეტი|გურჯაანის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[ქოდალო|ქოდალოს]] სამხრეთ განაპირას. ჰ. იოსელიანის ცნობით ეკლესია აუგია მეფე [[გიორგი XII|გიორგი XII-ს]] მინბაშის, კახეთის სამეფოს პოლიტ და სამხრეთ მოღვაწის [[აბელ ანდრონიკაშვილი|აბელ ანდრონიკაშვილს]] [[1817]]-[[1835]] წლებს შორის.
 
ნაგებია მთლიანად ქართული [[აგური|აგურით]]. დგას ქვიშა-ქვის ნატეხი ქვით ნაშენ ერთსაფეხურიან [[ცოკოლა|ცოკოლაზე]]. ეკლესია გეგმით [[ტეტრაკონქი|ტეტრაკონქს]] წარმოადგენს. ცენტრი გუმბათქვეშა კვადრატს ყოველი მხრიდან კონქით გადახურული ნახევარწრიული [[აფსიდა|აფსიდით]] უერთდება. ყოველი მათგანის წინ მოკლე (დაახლოებით 70 სანტიმეტრის სიმაღლის ) [[ბემა|ბემაა]]. ნაგებობას ორი შესასვლელი აქვს [[დასავლეთი|დასავლეთიდან]] და [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთიდან]] (ჩრდილოეთ შესასვლელი ერთ-ერთი რემონტის დროს ამოუშენებიათ) ორივე კარი შესაბამისი აფსიდების ღერძებზეა განთავსებული ქვიშაქვის ნათალი ქვის წყობით გამოყვანილ შესასვლელთა ფართო ღიობები გარედან სწორკუთხაა, შიგნით კი კედლის თაღოვან შეღრმავებაში არის მოქცეული.
 
საკურთხეველში სამი თანაბარი ზომის ფართო და მაღალი თაღოვანი სარკმელია გაჭრილი სამივე სარკმლის ქვემოთ თითო თაღოვანი ნიშაა. ნიშები სარკმლების მსგავსად ერთ დონეზე მდებარეობს და კედლის მცირედ შეღრავებულ ნაწილებში არის ჩასმული. თითო ნახევარწრიული თაღოვანი პატარა ნიშა საკურთხევლის ბემის კედლებშიცაა.
ხაზი 12:
ეკლესიის კედლებს მაღალი, პროფილირებული [[ლავგარდანი]] ასრულებს. იგი ყირაზე დაყენებული ლეკალური [[აგური|აგურებითაა]] შექმნილი. ლავგარდნის ქვემოთ, ღია ფერის აგურების თავისებური წყობით გამოყვანილია დეკორატიული (მეანდრის მსგავსი) ზოლი (სიმაღლე 25-30 სანტიმეტრი), რომელიც კედლების მთელ პერიმეტრზე შემოუყვება. ამ ზოლის არეში, ერთმანეთისაგან გარკვეული შუალედებით დაცილებული პატარა კვადრატული ხვრელობები გამოდის (კონქების სივრცის გასანიავებლად?). შენობის ოთხივე აფსიდი კრმიტის სახურავითაა გადახურული.
 
[[გუმბათი (არქიტექტურა)|გუმბათის]] ყელი თორმეტწახნაგაა. წახნაგები ერთმანეთისაგან ლეკალური აგურით გამოყვანილი ლილვებითა გამიჯნული, რომლებიც წახნაგების წიბოებს თითქმის სიმაღლის 3/4-ზე აუყვება. ზედა ნაწილში კი ჯვრის მკლავების მსგავსი განშტოებები აქვს. წახნაგების ღერძზე სარკმელთა ვიწრო ხვრელობებია. თვითოეულ სარკმელს ლილვი ევლება, რომლებიც ლილვითვე შემოფარგლულ ფართო თაღოვან არეშია მოქცეული და წახნაგის მთელ სიგანეს მოიცავს. გუმბათის ყელი სიმაღლეში ლეკალური აგურით ნაწყობი ოთხი სარტყლით რამდენიმე სხვადასხვა სიმაღლის ნაწილად იყოფა. ერთი სარტყელი გუმბათის ყელის ფუძეს შემოუყვება, მეორე, რომელსაც წახნაგების გამმიჯნავი ლილვები ეყრდნობა; ქვედა სარტყლიდან 40-ოდე სანტიმეტრის სიმაღლეზეა - სარკმელთა ფუძის დონეზე, მესაემ კი საგრძნობლად მაღლაა ატანილი წახნაგთა გამმიჯნავ ლილებზეა დაყრდნობილი; მის ზემოთ კიდევ ერთი სარტყელია, რომელიც მესამე სარტყელის თავზე დაახლოებით 1 მეტრი სიმაღლის არეს გამოყოფს. ამ არეზე, სარკმლების გასწვრივ, თითო სარკმლის გამოტოვებით. თითო პატარა ფრონტონია გამოყვანილი. გუმბათის ყელის მაღალი, ლეკალური აგურით ნაწყობი პროფილირებული ლავგარდანი აგირგვინებს. გუმბათი გადახურულია კარვისებრი ფორმის თუნუქის სახურავით. ეკლესიის დასავლეთ აფსიდის კონქზე კვადრატული გეგმის სამრეკლოა დადგმული. სამრეკლოს თითოეული წახნაგი თითო შეისრულ თაღოვანი ღიობითაა გახსნილი და თუნუქით შემოსილი პირამიდული სახურავი აქს. ეკლესიას გარს ევლებოდა ოთხკუთხა მოხაზულობის ზღუდე, რომლის ნაშთები აქ-იქღაა შემორჩენილი.
 
[[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 90-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა, აღადგინეს ლავგარდნის დანგრეული ნაწილები. ეკლესიის ძირითადი კორპუსი გადახურეს კრამიტით, ხოლო გუმბათი და სამრეკლო-თუნუქით.
ეკლესიას გარს ევლებოდა ოთხკუთხა მოხაზულობის ზღუდე, რომლის ნაშთები აქ-იქღაა შემორჩენილი.
 
XX საუკუნის 90-იან წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა, აღადგინეს ლავგარდნის დანგრეული ნაწილები. ეკლესიის ძირითადი კორპუსი გადახურეს კრამიტით, ხოლო გუმბათი და სამრეკლო-თუნუქით.
 
==ლიტერატურა==