ვლადისლავ არძინბა: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
არძინბა, როგორც სსრკ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ანატოლი ლუკიანოვის თანამოაზრე, [[ედუარდ შევარდნაძე|ედუარდ შევარდნაძის]] ოპოზიციას წარმოადგენდა, რომელიც [[პერესტროიკა|პერესტროიკის]] ერთ-ერთი ლიბერალი დამცველი იყო, არძინბა კი მოსკოვის ყველაზე რეაქციულ ძალებს უჭერდა მხარს.
 
===აფხაზეთის ასსრ-ს უმაღლესი საბჭო===
არძინბა ჯერ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავჯდომარედ, ხოლო [[1990]] წლის 4 დეკემბერს კი [[აფხაზეთის ასსრ]] უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ იქნა არჩეული. არძინბამ სწრაფად მოახერხა ძალაუფლების გამყარება და არჩევნებამდე გაცემულ დაპირებებს უღალატა [წარმოამდეგენლობით ორგანოში] ქართველთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით; მას შემდეგ, არძინბა დამოუკიდებლად ცდილობდა აფხაზეთის მართვას; თბილისთან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, რამაც საბოლოოდ 1991 წლის შეთანხმებამდე მიიყვანა და აფხაზებს ფართო წარმომადგენლობა მიანიჭა. როცა უმაღლესი საბჭოს არჩევნები გაიმართა, არძინბამ ჩამოაყალიბა პრეზიდიუმი, რომელის შემადგენლობაშიც იყვნენ: სამი აფხაზი (მისი ჩათვლით), სამი ქართველი, ორი რუსი და ერთი სომეხი. რადგანაც ეთნიკური პოლარიზაცია ძლიერი იყო, წევრები იძულებულები იყვნენ მხარე აერჩიათ: ერთ-ერთმა რუსმა წევრმა ქართველთა მხარე აირჩია, ხოლო მეორემ და სომეხმა წევრმა - აფხაზების. არძინბმამ წარმატებით შეძლო კოალიციის შექმნა, რომელიც აფხაზურ კონტროლს გარანტირებულს ხდიდა.