ჯუანშერი (ერისმთავარი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ქართლი არაბთა მფლობელობაში
ხაზი 3:
ჯუანშერის მმართველობის პერიოდში, [[764]] წელს [[ხაზარები|ხაზარებმა]] [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიაში]] ილაშქრეს. ხაზარეთის ხაკანს ჯუანშერის და, [[შუშანი]] მოეწონა და მისი ხელი ითხოვა, თუმცა უარი მიიღო. ხაზართა ლაშქარი, [[ბლუჩანი|ბლუჩანის]] სარდლობით, კახეთს შეესია, დაატყვევა ჯუანშერი და შუშანი. ხაზარეთის გზაზე შუშანმა ბეჭდის თვალში დამალული საწამლავით თავი მოიკლა: "ჰქონდა მას ბეჭედი, აღმოუგდო მას თუალი და მოწოა იგი, რამეთუ იყო თუალსა მის ქვეშე წამალი სასიკუდინე და მუნთქუესვე მოკუდა". განრისხებულმა ხაკანმა ბლუჩანი ცხენებს გააგლეჯინა, ჯუანშერი კი სამი წლის შემდეგ გაათავისუფლა ტყვეობისგან.
 
 
== ლიტერატურა ==
ადრეფეოდალური ეპოქის ქართლის მეფე - ერისმთავრები
*მ. ლორთქიფანიძე, რ. მეტრეველი, საქართველოს მეფეები, თბ., 2007
==========================================
 
 
ჯუანშერ II (718 - 736) არჩილის ძე. გორგასლიან - ხოსროიანი. ცოლად ჰყავს ადარნასე ბაგრატიონის ასული ლატავრი. VIII საუკუნის 30 -იან წლებში ის და მისი უმცროსი და შუშანი, დატყვევებული იქნა ქართლში შემოჭრილ ხაზართა მიერ. სავარაუდოდ ამ დროიდან დას. საქართველო კვლავ ექცევა ბიზანტიელთა მფლობელობაში. მემატიანის თანახმად, შუშანმა, ცოლად, რომ არ გაყოლოდა ხაკანს, თავი მოიწამლა. ხაკანმა, სამწლიანი ტყვეობის მერე ბერძნების შუამავლობით ჯუანშერი გაათავისუფლა და დიდი საჩუქრებით უკან გამოისტუმრა, თუმცა საფიქრებელია რომ ის თფილისში ვერ უნდა დამჯდარიყო. რადგან ამ დროს ტფილისს არაბი ამირა ფლობს. ეს ჯუანშერი არის ავტორი „ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა“. ბერძენთაგან წაქეზებული ხაზართა გამოხტომებს, რასაც მძიმე შედეგები მოჰქონდა არაბებისთვის, როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე კიდევ უფრო სამხრეთით მდებარე სხვა საამიროებისთვის, სახალიფომ, მურვან იბნ მუჰამადის (მურვან ყრუს) მეთაურობით, დიდი ლაშქრობა მოაწყო ხაზარეთზე. ხაზარეთის განადგურების შემდეგ კი, დარიალის გზით მობრუნებულმა მარვანმა (მურვან ყრუმ) იმ საბაბით რომ ეგრებმა, რომლებიც 697 წლიდან სახალიფოს ქვეშევრდომობაში იმყოფებოდნენ, ბერძნებს დაუჭირეს მხარი, მიწასთან გაასწორეს დასავლეთ საქართველო. ქართლის ერისმთავარი ჯუანშერი გადაყენებული იქნა და მის ნაცვლად, სტეფანოზ III არჩილის უმცროსი ძე, აიყვანეს ერისმთავრის ტახტზე.
 
==სქოლიო==