საფრანგეთის ისტორია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- {{დამუშავების პროცესშია}}
ხაზი 42:
ფრანკთა დაქსაქსული ტომები პირველად მეფე [[მეროვეხი|მეროვემ]] გააერთიანა, ამიტომ მის შთამომავლებს [[მეროვინგები]] უწოდეს. [[V საუკუნე|V საუკუნის]] ბოლოს [[ფრანკთა მეფეების სია|ფრანკთა მეფე]] გახდა [[მეროვეუსი|მეროვეს]] შთამომავალი [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგი]]. მისი მეთურობით [[ფრანკთა სახელმწიფო|ფრანკებმა]] დაიწყეს [[გალია|გალიის]] ვრცელი ტერიტორიების დაპყრობა [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგ მეროვინგელის]] თაოსნობით. [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგმა]] შეძლო [[ვესტგუთები|ვესტგუთებისა]] და მათი მოკავშირე [[ალემანები]]ს დამარცხება. მათი სამოსახლო ტერიტორიის დაპყრობით და გაძევების შედეგად [[484]] წელს თანამედროვე საფრანგეთის ტერიტორიაზე შეიქმნა [[ფრანკთა სახელმწიფო|ფრანკთა პირველი სამეფო]] და [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგი]] მის პირველ მეფედ გამოცხადდა. [[ბურგუნდიის სამეფო]] კი დინასტიური ქორწინებით დაიმორჩლა. მან [[493]] წელს ცოლად შეირთო ბურგუნდიის მეფის ასული კლოტილდა, რომელიც ქრისტიანი იყო და ყოველთვის ცდილობდა [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგის]] გაქრისტიანებას, თუმცა [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგი]], გარკვეულიპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, თავს იკავებდა სარწმუნოების შეცვლისგან (ფრანკთა სამეფოში მრავლად იყვნენ არაქრისტიანები და ხლოდვიგი ქრისტიანობის მიღებით მათ მხარდაჭერას დაკარგავდა). [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგი]] ჭკვიანი ლიდერი გამოდგა და არაერთი ღონისძიება გაატარა ქვეყნის გასაძლიერებლად. მან, მიუხედავად არსებული პოლიტიკური სიტუაციისა, [[ქრისტიანობა]] მაინც მიიღო, თუმცა აღნიშნული ქმედების შესრულებამდე მან გარკვეული წინაპირობები შექმნა. უპირველეს ყოვლისა, განამტკიცა ხელისუფლება და ნდობა მოიპოვა ხალხში, ქრისტიანობა კი 498/499 წელს მიიღო, ნათლობისას მასთან ერთად ჯარისკაცებიც მოინათლნენ, რაც რელიგიურ ნიადაგზე აღმოცენებული დაუმორჩილებლობისა და აჯანყების პრევენციას ემსახურებოდა. [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგის]] მიერ ქრისტიანობის მიღებას დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ, მან [[რომის იმპერიის დაცემა|რომის იმპერიის]] დაცემის შემდეგ მარტო დარჩენილ სასულიერო პირთა მხარდაჭერა და მორჩილება მოიპოვა, ისინი კი დამოუკიდებელი ტერიტორიების მმართველები იყვნენ. [[ხლოდვიგ I|ხლოდვიგის]] მიერ განხორციელებული რეფორმებიდან აღსანიშნავია ე.წ. [[სალიკური სამართალი|სალიკური სამართლის]] შექმნა. იგი დაწერილია ვულგარული [[ლათინური ენა|ლათინურით]] ანუ ისე, როგორც გერმანელი ტომები მეტყველებდნენ. იგი აწესრიგებდა ქვეყანაში სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ ცხოვრებას. [[VII საუკუნე|VII საუკუნიდან]] ქვეყანაში უკვე ჩნდება გარკვეული პოლიტიკური კრიზისი, რაც მეტწილად გამოიხატებოდა სამეფო ხელისუფლების ფუნქციის მოშლასა და სახელისუფლებო ბერკეტებზე კონტროლის დაკარგვით. აღნიშნული ფაქტი კარგს არაფერს უქადდა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასაც, რომელიც ღვევის პირას იყო. ეს რღვევა გამოვლინდა კიდეც სამეფოს სამ ტერიტორიულ ერთეულად დაშლით (ავსტრაზია, ნეისტრაზია და ბურგუნდია). [[მეროვინგები|მეროვინგთა]] ხელისუფლების შესუსტებამ [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] მეორე ნახევარში სახელმწიფოს სათავეში ახალი დინასტიის, კერძოდ, [[კაროლინგების დინასტია|კაროლინგების]] მოსვლა განაპირობა, რამაც ტერიტორიული რღვევა შეაჩერა და ფრანკთა სახელმწიფომ კვლავ ერთიანობა შეინარჩუნა. [[მეროვინგების დინასტია|მეროვინგების დინასტიის]] კრიზისი კი მაიორდომთა (მაიორდომი სასახლის მეურნეობის მმართველს, ლათინურად ოჯახის მმართველს ნიშნავს) ძალაუფლების ზრდის ფონზე გამოვლინდა. თავდაპირველად მაიორდომები მხოლოდ საკუთარი უფლებამოსილების შესრულებით შემოიფარგლებოდნენ, თუმცა მათი უფლებები თანდათანობით გაიზარდა და ბოლო პერიოდში მეფის ხელისუფლებაზე ქმედითიც აღმოჩნდა. მაიორდომთა მოვალეობად ითვლებოდა მეფის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და აქედან გამომდინარე რაც უფრო ძლიერნი და მატერიალურად დამოუკიდებლები იქნებოდნენ, მით უფრო კარგად შეასრულებდნენ საკუთარ მოვალეობას. ეს თანამდებობა თავდაპირველად დანიშვნითი იყო, მაგრამ თანდათან მემკვიდრეობითი ხასიათი მიიღო.
 
მაიორდომების ძალაუფლება განსაკუთრებით გაიზარდა [[კარლოს მარტელი]]ს მოღვაწეობის დროს. 718 წელს, მისი მაიორდომობის დროს [[გალია]]ში შეიჭრნენ არაბები. კარლოს მარტელი თავსატეხის წინაშე დადგა, რადგან ფრანკთა ჯარი არ იყო სათანადო მზადყოფნაში არაბთა წინააღმდეგ საბრძოლველად. ამ ვითარებაში კარლოსმა გაატარა სამხედრო რეფორმა. მან ფრანკ მეომრებს ბენეფიციების[[ბენეფიციუმი]]ს სახით დაურიგა ფეოდები, რომლებიც ჯარისკაცთა ხელში რჩებოდა მათი ჯარში მსახურობის პერიოდში, რამაც აამაღლა სამხედროების მოტივაცია ემსახურათ ჯარში დიდი ხნის განმავლობაში და თავდადებით ებრძოლათ. 732 წელს ფრანკებმა დაამარცხეს არაბები გადამწყვეტ [[პუატიეს ბრძოლა]]ში და შეაჩერეს მათი ექსპანსია ევროპაში. ზოგიერთი ისტორიკოსი ამ ბრძოლას გადამწყვეტ მომენტად მიიჩნევს შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიაში, რომლის შედეგადაც ქვეითმა ჯარმა დაკარგა თავისი გადამწყვეტი მნიშვნელობა [[კავალერია|კავალერიის]] სასარგებლოდ. ამ პერიოდში იწყება კავალერისტთა დაწინაურება სამხედრო და სოციალური თვალსაზრისით, რაც ევროპაში [[რაინდი|რაინდების]] ფენის ჩამოყალიბების წინაპირობაა, თუმცა ეს პროცესი დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა, ხოლო კავალერისტები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კვლავ დამხმარე შენაერთების ფუნქციას ასრულებდნენ.
 
კარლოს მარტელის მმართველობისას მეფის ხელისუფლება კაროლინგთა დინასტიის ხელში მხოლოდ ფორმალურ ხასიათ ატარებდა რეალური მმართველი კი მაიორდომი იყო და ამიტომაც ეწოდათ ამ პერიოდის კაროლინგ მეფეებს "ზარმაცი მეფეები". საბოლოოდ, [[პიპინ მოკლე|პიპინმა]] [[741]] წელს უკანასკნელი [[მეროვინგები|მეროვინგი]] მეფე [[ჰილდერიკ III]] ბერად აღკვეცა და სათავე დაუდო კაროლინგების მმართველობას.