ირაკლი ყანდაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
}}
 
'''ირაკლი ყანდაშვილი''' (დ. [[7 ივნისი]], [[1984]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] იურისტი, სამართლის დოქტორი ([[2018]]), პროფესორი ([[2020]]), [[2013]] წლიდან სსიპ „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ აღმასრულებელი საბჭოს წევრი. [[2019]] წლის [[14 დეკემბერი|14 დეკემბერს]] არჩეულ იქნა სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ პირველ თავმჯდომარედ.
 
== ბიოგრაფია ==
ირაკლი ყანდაშვილი დაიბადა [[1984]] წლის [[7 ივნისი|7 ივნისს]], [[თბილისი|თბილისში]]. [[2006]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიული ფაკულტეტი; [[2015]] წელს წარჩინებით დაამთავრა ჩიკაგო-კენტის სამართლის სკოლა ([[აშშ]], [[ჩიკაგო]], LLM). [[2018]] წელს მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი ([[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]), პროფესორი ([[2020]]). სადისერტაციო თემა - „საქართველოში მედიაციის მაგალითზე დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სასამართლო და არა სასამართლო ფორმები“, დაიცვა [[2018]] წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
 
ირაკლი ყანდაშვილი [[2004]] წლიდან იწყებს საადვოკატო პრაქტიკას; [[2007]]-[[2011]] წლებში [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორია კერძო სამართლის მიმართულებით; [[2008]] წლიდან [[გაერო|გაეროს]] ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლობის ექსპერტი ადამიანის უფლებებში; [[2007]] წელს - ამერიკული და საერთაშორისო სამართლის აკადემიის კურსდამთავრებული და აღმასრულებელი მდივანი ([[დალასი]], [[ტეხასი]]); [[2008]] წ - [[გერმანია|გერმანიის]] ადვოკატთა ასოციაციის სტაჟიორი ([[ბერლინი]], [[ბრიუსელი]]); [[2008]]-[[2009]] წლებში ამერიკის იურისტთა ასოციაციის ლიცენზირებული ტრენერი სასამართლო უნარ-ჩვევებში;