სუფიზმი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
დამატება სტატიაში
No edit summary
იარლიყი: გაუქმება
ხაზი 5:
[[ფაილი:Dhikr Rifa-iyya.jpg|მინი|სუფიების შეკრება.]]
სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა „იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა“, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის - უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი. სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე „ტარიკა“, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს („მიურიდი“) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი („შაიხი“ ან „მუშრიდი“), რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წვრთნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში „ალ-ჯიჰად ალ-აკბარ“-ის ტერმინით აღინიშნება („დიდი ბრძოლა“ – „პატარა ბრძოლასთან“, ანუ მტრებთან ბრძოლასთან შეპირისპირებით).
 
სუფიზმი ხაზს უსვამს მაძიებელი ადამიანის მიზანს: სრულად შეერწყას აბსოლუტს და გააცნობიეროს ეს შერწყმა. მეტაფორულ ენაზე, განსაკუთრებით პოეტურ სახისმეტყველებაში სუფიზმი ადამიანსა და ღმერთს (აბსოლუტს) შორის ურთიერთობას ადარებს სატრფოსთან ურთიერთობას. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა თუნდაც სუფიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმომადგენლის, [[იბნ-არაბი|იბნ-არაბის]] ფორმულირება თხზულებაში "დარიგებები ღმერთის მაძიებლისათვის":
 
'''''"...თუ კაცი შეიყვარებს ქალს და მისკენ მთელი სულით ისწრაფვის, მაშინ მან სატრფოში თავისი ხატება, თავისი ფორმა, - შესაბამისად ღმერთის ფორმა იხილა, რომელის მიხედვითაც შექმნილია იგი. ამგვარად, ის სწორედ ღმერთს დაინახავს, სხვას არაფერს, - მაგრამ მას იხილავს სასიყვარულო ვნებასა და შეერთებით ტკბობაში. მაშინ ჭეშმარიტი სიყვარულის წყალობით იგი ქალში ნამდვილ დაღუპვას ჰპოვებს, და მას ისევე შეესაბამება, როგორც ერთმანეთს შეეფერება ორი მსგავსება. ამის გამო ჰპოვებს იგი სატრფოში დაღუპვას: ყოველი მისი ნაწილი მეორეშია, არაფერია მასში სასიყვარულო მუხტის გარეშე, და მთლიანად მიბმულია მეორეზე. ამის გამო იღუპება იგი მთლიანად საკუთარ მსგავსებაში (ეს არ მოხდება, თუ ის თავის მსგავსებას არ შეიყვარებს); იმდენად ყოვლის მომცველია მისი შეერთება თავისი სიყვარულის საგანთან, რომ შეუძლია თქვას:'''''
 
'''''"მე ვარ ის, ვინც ვნებით იწვის. და ჩემს მიერ ვნებით შეყვარებული - ეს მე ვარ.'''''
 
'''''სხვები ამაზე იტყოდნენ: "მე ვარ ჭეშმარიტება".'''''
 
ფრაზაში "მე ვარ ჭეშმარიტება" იბნ არაბი გულისხმობს მეცხრე-მეათე საუკუნეების ირანული სუფიზმის წარმომადგენელს, მანსურ ალ-ჰალაჯს, რომელიც მუსლიმებმა 922 წელს სიკვდილით დასაჯეს მწვალებლობის ბრალდებით.
 
ალ-ჰალაჯის სიკვდილით დასჯის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო მის მიერ წარმოთქმული "მე ვარ ჭეშმარიტება", რის გამოც ბრალი დაედო რომ თავი ღმერთად გამოაცხადა და პატიმრობაში თავისი ტრაქტატის დაწერის შემდეგ მოკლეს.[https://www.britannica.com/biography/al-Hallaj] მაგრამ საუკუნეების შემდეგ გამოჩნდება ჯალალ ედ-დინ რუმი და განმარტავს: '''''"როცა ადამიანი ამბობს "მე ვარ ღმერთი", გულისხმობს, რომ ის არ არსებობს, არამედ არსებობს მხოლოდ ღმერთად და ჭეშმარიტებად წოდებული აბსოლუტი. ადამიანი აცნობიერებს მასთან სრულ შერწყმას."'''''
 
== ისტორია ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სუფიზმი“-დან