ჭინჭარაულების პირველი ციხე-სახლი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Jaba1977 გვერდი „ჭინჭარაულების პირველი ციხე–სახლი“ გადაიტანა გვერდზე „ჭინჭარაულების პირველი ციხე-სახლი“
No edit summary
ხაზი 1:
'''ჭინჭარაულების პირველი ციხე-სახლი''' — არქიტექტურული ძეგლი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[კისტანი|კისტნის]] სამხრეთით, ნასოფლარ ლებაისკარის ტერიტორიაზე. ძეგლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ციხე-სახლი ორსართულიანია. ჩრდილოეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ძეგლი არის ძლიერ დაზიანებული. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. მინაშენის მხოლოდ 2,5 მეტრის სიმაღლის კედლებიღაა შემორჩენილი.
 
ციხე-სახლის Iპირველი სართული საქონლის სადგომია, შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. მის ორივე მხარეს თითო სათოფურია, სამხრეთ კედელში კი ერთი. კარს წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. IIმეორე სართული საცხოვრებელი და სათავდაცვოა. აღმოსავლეთით შესასვლელი და ერთი სარკმელია, სამხრეთით კი მხოლოდ სარკმელი. დასავლეთ კედელში არის ერთი სათოფური, ჩრდილოეთისაში ორი. ამ უკანასკნელებს გვიანდელი მინაშენი ფარავს. მინაშენი სამეურნეო დანიშნულებისაა. აღმოსავლეთ კედელში შესასვლელი და ერთი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში ერთი [[ნიში (არქიტექტურა)|ნიში]] და ორი სათოფური, დასავლეთით კი ერთი ნიში და ერთი სათოფური.
 
==ლიტერატურა==
{{სძა|1-1|267–268|ქალდანი ა.}}
 
[[კატეგორია:დუშეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები ]]