მთისძირის ეკლესია და სამაროვანი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''მთისძირის ეკლესია და სამაროვანი''' — არქიტექტურული და არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს [[ყვარლის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ მთისძირის თავში, მდინარე არეშის მარცხენა ნაპირას, მდინარიდან ოციოდე მეტრის მანძილზე, შემაღლებულ ადგილას. ძეგლი ნანგრევებად იყო ქცეული და მთლიანად იყო დაფარული მიწითა და მცენარეულობით.
 
გაითხარა [[1977]]-[[1978]] წლებში, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არეშის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობდა ლ. ჭილაშვილი. გათხრების შედეგად მოპოვებული ნივთიერი მასალის საფუძველზე ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ [[IV საუკუნე]]ში, აქ აუგიათ დარბაზული ეკლესია. თუმცა [[V საუკუნე|V]]-[[VI საუკუნე]]ების მიჯნაზე მტერს დაუნგრევია და მალევე, სავარაუდოდ, VI საუკუნეში აღუდგენიათ. განახლების დროს მისთვის სამი მხრიდან - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მიუშენებიათ გარშემოსავლელი და სამეკლესიიან ბაზილიკად გადაუკეთებიათ. [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] შუა წლებში ეკლესია მტერს კვლავ დაუნგრევია, რის შემდეგაც იგი აღარ აღდგენილა. ნაგებობის ნანგრევები დროთა განმავლობაში მიწით დაიფარა და ამ ადგილს [[XI საუკუნე|XI]]-[[XIII საუკუნე]]ებში სასაფლაოდ იყენებდნენ. ეკლესია გეგმით კვადრატულია. შენობის შემორჩენილი კედლები ნაგებია რიყის ქვითა და თიხის ხსნარით, აგრეთვე გამოყენებულია ალიზიც. გარშემოსავლელის კედლები ეკლესიის კედლებს არ ებმის. ისინი თავდაპირველი ეკლესიის კრამიტის ნამტვრევებისა და ნამწვავის ფენაზე არიან დაშენებული და წყობის წყობის ხასიათითაც განსხვავდებიან.
 
მთავარ ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. კედლებში დატანებული ყოფილა ღიობები, რომლებიც შემდგომში ნაწილობრივ ამოუშენებიათ და მათ ნაცვლად, თახჩები მოუწყვიათ. აღმოსავლეთით ორსაფეხურიანი მხრებით გამოყოფილი, ნალისებრი აფსიდია. აფსიდში, კედლიდან ოდნავ მოშორებით, შემორჩენილი იყო აგურით ნაგები და სილის ხსნარით გალესილი ტრაპეზი. ეკლესიის გადაკეთების დროს, აფსიდის იატაკი აუმაღლებიათ და ტრაპეზი მთლიანად მიწით დაუფარავთ. ამავე დროს აუგიათ კანკელი. მისი ფუძე თიხატკეპნილზე ორწყებად დალაგებული კვადრატული აგურებისგან შედგება, ფუძეზე დადგმულია ასევე აგურით ნაგები ოთხი მრგვალი სვეტი, რომელთა შორის ბრტყელი კრამიტების სიგრძივი ნახევრებით ამოშენებულია კედელი. აფსიდში ასასვლელად, შუა სვეტებს შორის, მოწყობილია ორსაფეხურიანი კიბე. ეკლესიის იატაკი რიყის ქვის ფილებით იყო მოგებული. საკურთხევლის ჩრდილოეთით გეგმით სწორკუთხა სამკვეთლოა, რომელიც მთავარ ეკლესიას ამ უკანასკნელის ჩრდილოეთ კედელში მოწყობილი კარით უკავშირდება.