საყვირალის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
'''საყვირალის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი''' — არქიტექტურული ძეგლი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტის]] სოფელ [[სწროფავი|სწროფავის]] ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე, მდინარეების [[ფშავის არაგვი|ფშავის არაგვისა]] და ხორხულის ხეობების გამყოფ ქედზე, საყვირლად წოდებულ ადგილზე, კომპლექსში შედის წმინდა გიორგის ეკლესია, [[დარბაზული ეკლესია]], [[ეგვტერი |ეგვტერი]], [[კოშკი]], საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი. წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან თანადროული გარშემოსავლელი აკრავს. განეკუთვნება [[VIII საუკუნე|VIII]]-[[IX საუკუნე|IX]] საუკუნეებს. შენობა აგებულია სხვადასხვა ზომის კლდის ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კონსტუქციულ ნაწილებში და ღიობების გამოსაყვანად გამოყენებულია სუფთად დამუშავებული შირიმი. ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულია ეკლესიის და გარშემოსავლელის კამაროვანი გადახურვები, ეკლსესიის ჩრდილოეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, გარშემოსავლელის სამხრეთის ფრთის აღმოსავლეთ ნახევარი.
 
ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. გარშემოსავლელის შესაბამისი ნაწილებიდან. სამივე კარი გარედან ნახევაწრიული [[თაღი|თაღითაა]] გადახურული. შიგნით სწორკუთხაა. აღმოსავლეთით შებრტყელებული ნახევარწრის ფორმის აფსიდში სწორკუთხა სარკმელი და ორი მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია. აფსიდს თაღის მხოლოდ სამხრეთის ქუსლის მცირე ნაწილი შემორჩა. გრძივ კედლებზე თითო ერთსაფეხურიანი პილასტრია, რომელთა ქვედა ნახევარი, ზედასთან შედარებით, რამდენადმე განიერია. პილასტრებზე დაყრდნობილი იყო შირიმის თლილი ქვით გამოყვანილი საბჯენი თაღი. კამარისგან მხოლოდ სამხრეთის ქუსლია შემორჩენილი. გარშემოსავლელი ეკლესიას წყობის გადაბმით არ უკავშირდება. გარშემოსავლელის ჩრდილოეთის ფრთა სამხრეთის ფრთასთან შედარებით რამდენადმე ვიწროა, აღმოსავლეთით დასრულებულიანახევარწრიული აფსიდით, რომელშიც დაბალი, თითქმის კვადრატული ფორმის სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმელია დასავლეთითაც. სივრცის დანარჩენი ნაწილი პილასტრების ორი წყვილითა და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით სამ, თითქმის თანაბარ ნაწილად იყოფა. მათგან აღმოსავლეთ და დასვლეთ ნაწილებს ჩრდილოეთიდან თითო შესასვლელი აქვს.