კისტანის ცხრაძმათ კოშკი: განსხვავება გადახედვებს შორის

რქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კისტანის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნასოფ
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''კისტნის ცხრაძმათ კოშკი''' — არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდ...
(განსხვავება არ არის)

11:06, 7 ივნისი 2020-ის ვერსია

კისტნის ცხრაძმათ კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტ სოფელ კისტნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნასოფლარ ჭეჭყეთის დასავლეთით, კლდოვანნი მთის კალთაზე. ძეგლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. კოშკი გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული, სართულშუა გადახურვა კი ჩაქცეულია. კედლებში შემორჩენილია ხის კოჭების ბუდეები. კოშკს შესასვლელი I სართულზე სამხრეთიდან აქვს. შესასვლელი მიწიდან 2 მეტრ სიმაღლეზეა. კარი დასრულებულია ნახევარწრიული თაღით. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. II სართულის აღმოსავლეთ კედელშიც კარია გაჭრილი.

ლიტერატურა