ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი''' — არქიტექტურ...)
 
'''ლომისის წმინდა გიორგის ეკლესიის კომპლექსი''' — [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტის]] [[სოფელი|სოფელ]] [[ზემო მლეთა|ზემო მლეთის]] [[სამხრეთი|სამხრეთით]], 6-7 [[კილომეტრი|კილომეტრზე]], მდინარეების - [[არაგვი|არაგვისა]] და [[ქსანი|ქსნის]] წყალგამყოფ ქედზე. კომპლექსში შედის [[წმინდა გიორგი|წმინდა გიორგის]] [[ეკლესია (ნაგებობა)|ეკლესია]], [[სამრეკლო]] და რამდენიმე [[აკლდამა]]. ეკლესია დარბაზულია, რომელსაც სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან (მთელ სიგრძეზე) თანადროული მინაშენები ეკვრის (14,5 x 7,8 [[მეტრი]]). განეკუთვნება [[IX-X საუკუნე|IX]]-[[X საუკუნე|X საუკუნეებს]]. ნაგებია ნატეხი [[ქვა|ქვით]]. ძლიერ დაზიანებულია. ამჟამად ნახევრად მიწაში და ნანგრევებშია ჩამჯდარი. გადაკეთებულია მრავალჯერ, რის გამოც ინტერიერი მნიშვნელოვნად სახეშეცვლილია, დარბაზის თავდაპირველი გადახურვა შეცვლილია ახალი ცილინდრული [[კამარა|კამარით]], რომელიც საბჯენ [[თაღი|თაღს]] ეყრდნობა. თაღს გასამაგრებლად შუაში შეყენებული აქვს დიდი სწორკუთხა ბურჯი - გრძივ კედლებზე გადაყვანილი თითო თაღით. დარბაზის [[დასავლეთი|დასავლეთ]] კუთხეებში თაღების [[პილასტრი|პილასტრებია]] შემორჩენილი. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მინაშენიდან. შესასვლელის პირდაპირ, ჩრდილოეთ კედელში მსგავსი კარია, რომელიც დარბაზს ჩრდილო მინაშენთან აკავშირებს. [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთით]] ექვსი საფეხურით შემაღლებული სწორკუთხა [[საკურთხეველი|საკურთხეველია]], რომელიც დარბაზისგან ფართო პილასტრებითა და მათზე დაყრდნობილი ნახევარწრიული თაღითაა გამოყოფილი. საკურთხეველი განათებულია აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლით. მსგავსი სარკმელია დასავლეთ კედელშიც. საკურთხევლის სამხრეთ და ჩრდილო კედლებში თითო ყრუ თაღია, რომლებშიც მინაშენებში გამავალი თითო სწორკუთხა კარია მოწყობილი (სამხრეთის კარი ამოშენებულია). ორივე შესასვლელის ზემოთ თითო მცირე ზომის ოთხკუთხა [[ნიში (არქიტექტურა)|ნიშია]], მსგავსი თითო ნიშია აღმოსავლეთ კედლის კიდეებთან. საკურთხეველში ორი [[ტრაპეზი|ტრაპეზის]] ქვა დგას, ერთი - შუაში, მეორე (შემორჩენილია ნაწილი) - სარკმლის ქვემოთ. შეცვლილია საკურთხევლის გადახურვაც. კუთხეებში, 3 მეტრ სიმაღლეზე, გარდიგარდმო გადებული ბრტყელი ქვები, რაც [[კონქი|კონქის]] ნახევარწრიულ საფუძველს ქმნის. ეკლესიის ორივე მინაშენი განივი კედლით ორ-ორ ნაწილადაა გაყოფილი. მათგან აღმოსავლეთ ნაწილები მხოლოდ საკურთხეველს უკავშირდება, დასავლეთისა - დარბაზს. აღმოსავლეთის ორივე სათავსში ორ-ორი თაღოვანი სარკმელია. ერთი სწორკუთხა სარკმელია სამხრეთ მინაშენის დასავლეთ სათავსის დასავლეთ კედელში. სამხრეთ მინაშენის სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილზე მიდგმულია თაღებიანი [[კარიბჭე]], რომლის აღმოსავლეთ და დასავლეთ თაღები ამოშენებულია. ეკლესიას, მინაშენებს და კარიბჭეს [[ფიქალი|ფიქლის]] სახურავი აქვს. ეკლესიის სამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, [[გვიანი შუა საუკუნეები|გვიანდელი შუა საუკუნეების]] ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მისგან მხოლოდ ჩრდილო ნახევარია შემორჩენილი (პირველი სართულის ორივე ბურჯი და მეორე სართულის განაპირა ბურჯების ნაწილი). მეორე სართულზე ბურჯები შედარებით ვიწროა, რომელთა შორის თითო მსგავსი ბურჯი იყო მოთავსებული. სამრეკლოს პირველი სართული გადახურული იყო დაბალი კამარით. მეორე სართულის გადახურვის ფორმა არ დგინდება. ეკლესიის ირგვლივ არსებული აკლდამებიდან ყველაზე უკეთ შემონახულია დასავლეთით მდებარე ერთი აკლდამა, რომელსაც კარი და სარკმელი აქვს. იგი გადახურულია კამარით, რომელიც პირდაპირ იატაკიდან იწყება.
 
==ლიტერატურა==