ჭინჭარაულების პირველი ციხე-სახლი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ჭინჭარაულების პირველი ციხე-სახლი''' '''-''' არქიტექტურული ძეგლ...)
 
'''ჭინჭარაულების პირველი ციხე-სახლი''' '''-''' არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს [[დუშეთის რაიონმუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტის]] სოფელ კისტანის[[კისტანი|კისტნის]] სამხრეთით, ნასოფლარ ლებაისკარის ტერიტორიაზე. ძეგლი განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ციხე-სახლი ორსართულიანია. ჩრდილოეთიდან ეკვრის გვიანდელი მინაშენი. ძეგლი არის ძლიერ დაზიანებული. სახურავი და სართულშუა გადახურვა ჩაქცეულია. მინაშენის მხოლოდ 2,5 მეტრის სიმაღლის კედლებიღაა შემორჩენილი.
 
ციხე-სახლის I სართული საქონლის სადგომია, შესასვლელი აღმოსავლეთიდან აქვს. მის ორივე მხარეს თითო სათოფურია, სამხრეთ კედელში კი ერთი. კარს წირთხლებში საურდულე ხვრელები აქვს. II სართული საცხოვრებელი და სათავდაცვოა. აღმოსავლეთით შესასვლელი და ერთი სარკმელია, სამხრეთით კი მხოლოდ სარკმელი. დასავლეთ კედელში არის ერთი სათოფური, ჩრდილოეთისაში ორი. ამ უკანასკნელებს გვიანდელი მინაშენი ფარავს. მინაშენი სამეურნეო დანიშნულებისაა. აღმოსავლეთ კედელში შესასვლელი და ერთი სარკმელია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ნიში და ორი სათოფური, დასავლეთით კი ერთი ნიში და ერთი სათოფური.
 
 
==ლიტერატურა==
{{სძა|1-1|267–268|ქალდანი ა.}}
 
[[კატეგორია:დუშეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული ძეგლები ]]
77

რედაქტირება