რუსთავი (ანსამბლი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ანსამბლის რეპერტუარში შედის [[საქართველო]]ს თითქმის ყველა კუთხის ცეკვები და სიმღერები. „რუსთავის“ ყოველ წევრს აქვს ძალზე დიდი შემოქმედებითი დატვირთვა. ქართული ხალხური სიმღერის სტრუქტურა განაპირობებს ანსამბლის წევრთა შემოქმედებით თანასწორუფლებიანობას, რაც თითოეული მომღერლისაგან მოითხოვს მაღალ პროფესიონალიზმს, ოსტატობასა და საშემსრულებლო კულტურას.
 
როგორც მომღერალთა, ასევე მოცეკვავეთა წარმოდგენების სტილი ტრადიციულია და ინარჩუნებს ისტორიულ კოლორიტს. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელის ანზორ ერქომაიშვილისა და მთავარი ქორეოგრაფის [[ფრიდონ სულაბერიძე|ფრიდონ სულაბერიძის]] ხედვაა ანსამბლმა შეინარჩუნოს ეთნოგრაფიული გუნდის ფორმა და სტრუქტურა, ამავე დროს გადალახოს კუთხური კარჩაკეტილობა. ამ ხედვის შედეგია, რომ ანსამბლი საფუძვლიანად დაეუფლა მრავალდიალექტიანი ქართული მუსიკალური ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის სტილსა თუ ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, რითაც აკადემიური საგუნდო კოლექტივის თვისებები შეიძინა.
ამ ხედვის შედეგია, რომ ანსამბლი საფუძვლიანად დაეუფლა მრავალდიალექტიანი ქართული მუსიკალური ფოლკლორული ცეკვისა და სიმღერის სტილსა თუ ჟანრობრივ მრავალფეროვნებას, რითაც აკადემიური საგუნდო კოლექტივის თვისებები შეიძინა.
 
ქართული ხალხური სიმღერების პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ანსამბლი „რუსთავი“ დაჯილდოებულია ზაქარია ფალიაშვილის (1980), ალბერტ შვაიცერის (1986) და საქართველოს სახელმწიფო (1999) პრემიებით.