ივანე პავლოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Kober|Kober]].|4|06|2020}}
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ივან პეტროვიჩ პავლოვი''' (ივანე პეტრეს ძე პავლოვი; {{lang-ru|Ива́н Петро́вич Па́влов}}; დ. [[14 სექტემბერი]], [[1849]], [[რიაზანი]], [[რუსეთის იმპერია]], — გ. [[27 თებერვალი]], [[1936]], [[ლენინგრადი]], [[რუსეთის სფსრ]]) — [[რუსები|რუსი]] [[ფიზიოლოგია|ფიზიოლოგი]]. მსოფლიო აღიარება მოუტანა კვლევებმა საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის, სისხლის მიმოქცევის, ცხოველებისა და ადამიანის უმაღლესი ნერვულ მოქმედების საკითხებში. ცნობილია მისი კლასიკური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში პავლოვი მშიერ ძაღლებს „ასწავლიდა“ ნერწვის გამოყოფას მეტრონომის[[მეტრონომი]]ს ან ზარის ხმაზე. ეს სიგნალი მანამდე საკვების მიწოდებასთან იყო შეუღლებული. ამ ცდების საფუძველზე პავლოვმა მეცნიერებაში [[რეფლექსები|პირობითი რეფლექსის]] ცნება შემოიტანა. დიდი წვლილი შეიტანა დასწავლის ფიზიოლოგიური საფუძვლების გააზრებაში. [[1904]] წელს მას [[ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში|ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია]] [[ნობელის პრემიის ლაურეატები ფიზიოლოგიასა და მედიცინაში|მიენიჭა]] საჭმლის მომნელებელი სეკრეციის კვლევისთვის.
 
==ბიოგრაფია==
ივან პავლოვი 1849 წელს დაიბადა რიაზანელი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ადგილობრივ საეკლესიო სკოლასა და სასულიერო სემინარიაში. [[1870]] წელს საღვთისმეტყველო განათლების გაგრძელებაზე უარი თქვა და ჩაირიცხა [[პეტერბურგის უნივერსიტეტი|სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში]], სადაც ქიმიასა[[ქიმია]]სა და ფიზიოლოგიას სწავლობდა. [[1879]] წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამედიცინო აკადემია; იქვე დაიცვა დისერტაცია [[1883]] წელს. [[1884]]-[[1886]] წლებში სწავლობდა [[ლაიფციგი|ლაიფციგსა]] და ბრესლაუში[[ბრესლაუ]]ში ცნობილი გერმანელი ფიზიოლოგების — კარლ ლუდვიგისა და რუდოლფ ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელობით. ლაიფციგში ლუდვიგთან მან პირველი დამოუკიდებელი სამეცნიერო სამუშაო შეასრულა სისხლის მიმოქცევის სისტემის ფიზიოლოგიის შესახებ. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, [[1888]]-[[1890]] წლებში პეტერბურგში, ბოტკინის ლაბორატორიაში იკვლევდა გულის ფიზიოლოგიისა და არტერიული წნევის რეგულაციის საკითხებს.
 
ამავე პერიოდში დახელოვნდა ექსპერიმენტული ქირურგიის სხვადასხვა მანიპულაციაში: შეეძლო ძაღლში ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია ანესთეზიის გარეშე და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური და ემოციური სტიმულის პასუხად სისხლის წნევის ცვლილებების რეგისტრაცია. გულის ნატიფი ნერვების ფრთხილი დისექციით პავლოვმა გამოავლინა გულისცემაზე გულის წნულიდან გამომავალი ნერვული ტოტების ზეგავლენა; კისრის ნერვების გადაჭრილი დაბოლოებების სტიმულირებით აჩვენა გულის მუშაობაზე ცთომილი ნერვების ეფექტი.
 
[[1881]] წელს პავლოვმა [[ფიოდორ დოსტოევსკისდოსტოევსკი]]ს მეგობარ სტუდენტ ქალზე იქორწინა, თუმცა მატერიალური ხელმოკლეობის გამო ცოლ-ქმარი თავიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდა. მეცნიერი მის შემდგომ წარმატებებს თავის მეუღლის - მზრუნველი, რელიგიური და განათლებული ქალის მხარდაჭერას უკავშირებდა. [[1890]] წელს პავლოვი რუსეთის საიმპერატორო სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის პროფესორი გახდა და ამ პოზიციაზე [[1924]] წელს მის გადადგომამდე მუშაობდა. ამავე პერიოდში ექსპერიმენტული მედიცინის ახალდაარსებულ ინსტიტუტში ცხოველებში ექსპერიმენტული ქირურგიის ახალი სტანდარტები შექმნა, რომელიც სათანადო ოპერაციისშემდგომ მოვლასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც გულისხმობდა.
 
1890-[[1900]] წლებში პავლოვი ინტენსიურად სწავლობდა საჭმლის მომნელებელი გზების სეკრეტორულ ფუნქციას. ბრესლაუში ჰაიდენჰაიმთან მუშაობის პერიოდში მან შექმნა მინიატურული ტოპრაკის („კუჭის“) ფორმირების მეთოდი, რაც გულისხმობდა ცთომილი ნერვის ტოტების შენარჩუნებით კუჭის[[კუჭი]]ს სეგმენტის იზოლირებას საკვების მასისგან. ამ გზით პავლოვს შეეძლო ცხოველის ჯანმრთელ ორგანიზმში ხანგრძლივად დაკვირვებოდა კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ აქტიურობას.
 
==პირობითი რეფლექსის კანონები==
ჯანმრთელ არაანესთეზირებულ ცხოველებში საჭმლის მომნელებელი სეკრეციის ცვალებადობაზე დაკვირვებებმა პავლოვი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბების კანონების ფორმულირებამდე მიიყვანა. უმაღლესი ნერვული მოქმედების საკითხებს პავლოვის მოღვაწეობაში ცენტრალური ადგილი ეჭირა [[1898]]-[[1930]] წლებში და მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
 
პავლოვი ლაბორატორიული ცხოველის ფსიქიკური სფეროს ანუ „სუბიექტურის“ რაოდენობრივ მსაზღვრელად ნერწყვის გამოყოფას (სეკრეციას) იყენებდა და ამით, მისი აზრით, ხაზს უსვამდა „ობიექტურის“ ანუ ფიზიოლოგიურის — როგორც გონებრივი ფენომენებისა და უმაღლეს ნერვული მოქმედების მახასიათებლის — უპირატესობას.
 
პავლოვის მიხედვით, ორგანიზმის აქტიურობის ერთეულებია „უპირობო რეფლექსი” (თანადაყოლილი) და „პირობითი რეფლექსი” (შეძენილი). გამოყო აგრეთვე რეფელქსების სხვა ტიპები (საორიენტაციო რეფლექსი, „მიზნის რეფლექსი”, „თავისუფლების რეფლექსი”), რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის უკეთეს შეგუებას გარემოსთან. პავლოვმა და მისმა მოწაფეებმა ორიგინალური ექსპერიმენტული მეთოდოლოგიით შეისწავლეს ახალი რეფლექსების ჩამოყალიბების დინამიკა, ანუ გაარკვიეს, რა პირობებია საჭირო იმისთვის, რათა ძველი უპირობო რეაქცია (მაგ., ნერწყვის გამოყოფა საჭმელის დანახვაზე) დაუკავშირდეს ახალ გამღიზიანებელს (მაგ., ზარს ან სინათლეს). რეფლექსის წარმოქმნის სავარაუდო მექანიზმი ტვინის ორ უბანს შორის ე.წ. „დროებითი კავშირების” დამყარებაა. აქედან გამომდინარე, პავლოვი ცდილობდა, რეფლექტორული ახსნა მიეცა [[თავის ტვინისტვინი]]ს ქერქში მიმდინარე პროცესებისთვის, რომლებიც ფსიქიკის მატერიალურ საფუძველს შეადგენენ (რეფლექსური რგოლი). პავლოვმა გამოყო ტემპერამენტის საფუძველმდებარე ნერვული სისტემის ძირითადი თვისებები და ტიპები; მან აგრეთვე გადაასხვაფერა ტრადიციული შეხედულება შეგრძნების ორგანოებზე ანალიზატორის კონცეფციად, რომლის მიხედვითაც სენსორული სისტემები გამღიზიანებლების მიმღებ და გამაანალზებელ ერთიან ნერვულ მექანიზმად არის წარმოდგენილი.
 
პავლოვის დამოკიდებულება ფსიქოლოგისადმი[[ფსიქოლოგია|ფსიქოლოგიისადმი]] არაერთმნიშვნელოვანი იყო. ზოგადად, ფსიქოლოგიის მიმართ მას დადებითი დამოკიდებულება არ ჰქონია. ის ამტკიცებდა ფსიქიკურისა და ფიზიოლოგიურის ერთიანობას და ფიქრობდა, რომ მან არსებითად გადაჭრა ფსიქოფიზიკური პრობლემა. პავლოვი არ უარყოფდა ფსიქოლოგიის არსებობის უფლებას, როგორც მეცნიერებისა სუბიექტური სამყარის შესახებ. თუმცა, ამავე დროს, მიაჩნდა, რომ ფსიქოლოგიას არ შეუძლია ობიექტურად შეისწავლოს ქცევა და ახსნას მისი ბუნება — რაც ფიზიოლოგიის საქმეა.
 
1930-იან წლებში პავლომა სცადა მის მიერ ფორმულირებული კანონები ადამიანის [[ფსიქოზი|ფსიქოზური]] მდგომარეობების ასახსნელად გამოეყენებინა. მისი აზრით ფსიქოზისთვის დამახასიათებელი ჭარბი ინჰიბიცია (დათრგუნვა) დამცველობითი მექანიზმია, რომლის მიზანი გარეგანი დამაზიანებელი სტიმულის ზემოქმედების გამოთიშვაა. რუსეთში გამოიყენებოდა ამ მოსაზრებაზე დაფუძნებული მეთოდი, რომლითაც ფსიქიატრიულ პაციენტებს მშვიდ და არამასტიმულირებელ გარემოში მკურნალობდნენ. ამავე პერიოდში პავლოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანის ლინგვისტური ფუნქციის საფუძველი პირობითი რეფლექსების გრძელი ჯაჭვი იყო, რომელიც ცალკეულ სიტყვებს მოიცავდა. ამასთანავე, პავლოვი თვლიდა, რომ ენის ფუნქცია არა მხოლოდ სიტყვებზეა დაფუძნებული, არამედ მცნებების განზოგადების უნარზე, რაც მხოლოდ ადამიანისთვისაა შესაძლებელი.
 
==კომუნიზმის პერიოდი==
პავლოვის რთული ურთიერთობა ჰქონდა [[კომუნიზმი|კომუნისტებთან]] და [[საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი|საბჭოთა მთავრობასთან]]. [[რუსეთის რევოლუცია|რევოლუციისა]] და [[რუსეთის სამოქალაქო ომი|სამოქალაქო ომის]] შემდეგ დაძაბულ პერიოდში, [[1922]] წელს მეცნიერმა [[ვლადიმერ ლენინი|ვლადიმირ ლენინს]] სთხოვა ნებართვა მისი ლაბორატორია საზღვარგარეთ გადაეტანა. ლენინმა უარით უპასუხა და განუცხადა, რომ რუსეთს პავლოვის მსგავსი მეცნიერები სჭირდებოდა და საკვების ის ნორმა შესთავაზა, რაც გამოჩენილ რევოლუციონერებს ჰქონდათ გამოყოფილი. რუსეთში იმ პერიოდში შიმშილი მძვინვარებდა. მიუხედავად ამისა, პავლოვმა საკვების მისდამი დათმობილ ულუფაზეწილზე უარი განაცხადა თუ იგივე პრივილეგიაზე მის ყველა თანამშრომელზე არ გავრცელდებოდა. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობისა, პავლოვი დაუფარავად აკრიტიკებდა ახალ რეჟიმს. [[1923]] წელს [[ამერიკის შეერთებული შტატები|ამერიკის შეერთებულ შტატებში]] ვიზიტიდან დაბრუნებილმა პავლოვმა საჯაროდ დაგმო კომუნიზმი და განაცხადა, რომ ინტერნაციონალური [[მარქსიზმი|მარქსიზმის]] საფუძვლები ყალბი იყო. [[1924]] წელს, როდესაც ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიიდან სასულიერო წოდების ოჯახების წარმომადგენლები გარიცხეს, პროტესტის ნიშნად პავლოვი ფიზიოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობიდან გადადგა.
 
[[1927]] წელს პავლოვმა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში ე.წ. წითელი პროფესორების დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი მისწერა სტალინს და რუსეთის ინტელიგენციის განადგურებაში დაადანაშაულა. იმავე წლებში თავის ლაბორატორიაში არ მიიღო საბჭოთა კავშირის განათლების კომისარი ნიკოლაი ბუხარინი (მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას სწორედ ბუხარინის უწყება აფინანსებდა). სიცოცხლის ბოლო წლებში პავლოვმა თანდათან შეწყვიტა საბჭოთა რეჟიმთან აქტიური დაპირისპირება და უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა ხელისუფლების მიმართ.
 
==პიროვნული თვისებები==
პიროვნულად პავლოვი იყო უაღრესად პუნქტუალური ადამიანი; რევოლუციის დღეებშიც კი დროულად მიდიოდა ლაბორატორიაში და საყვედურობდა დაგვიანებულებს. იყო გაბედული, არაკონფორმისტი მეცნიერებასა და პირად ცხოვრებაში. პავლოვი მეცნიერული აგნოსტიციზმის[[აგნოსტიციზმი]]ს მიმდევარი იყო, თუმცა რელიგიას სასარგებლო მოვლენად თვლიდა; ამბობდა, რომ არავისი შურდა, გარდა მისი ღრმადმორწმუნე მეუღლისა.
 
==მემკვიდრეობა==
Line 36 ⟶ 35:
მიუხედავად სამეცნიერო ღვაწლისა და აკადემიური რეპუტაციისა, პავლოვის მიდგომები უნაკლო არ ყოფილა. ის აღიარებდა სუბიექტურის განსაკუთრებულობას და სამეცნიერო მეთოდებისგან მის დამოუკიდებლობას, მაგრამ არ მოუცია ფსიქოლოგიისა და ფიზიოლოგიის - სუბიექტურისა და მატერიალური სფეროების - მკაცრი განსაზღვრა და გამიჯვნა. კლინიკურ რეალობაში პავლოვი კრიტიკის გარეშე იღებდა შიზოფრენიისა და პარანოიის შესახებ დამკვიდრებულ ფსიქიატრიულ შეხედულებებს და უმაღლესი გონებრივი მოქმედებების მიმართ მართებულად თვლიდა ისეთ კონცეფციებს, როგორიცაა ინდუქცია და ირადიაცია. ბევრი თანამედროვე ფსიქიატრი პრობლემის ამგვარ ახსნას არასრულყოფილად მიიჩნევს.
შერინგტონისგან განსხვავებით, პავლოვს რუსეთის საზღვრებს გარეთ ბევრი მოწაფე არ ჰყოლია. ექსპერიმენტურლ ფიზიოლოგიაში ნორმალურ, ჯანმრთელ, არაანესთეზირებულ ცხოველზე ხანგრძლივი დაკვირვების მისეული მეთოდი ფართოდ ვერ გავრცელდა.
 
==ლიტერატურა==
* აკადემიკოსი ივანე პავლოვი : ცხოვრება და სამეცნიერო მოღვაწეობა / გ. ვ. ხვედელიძე. თბილისი : სახელგამი, 1951.
 
==რესურსები ინტერნეტში==
{{ბრიტანიკა|Ivan-Pavlov}}
* იმედაძე ი., [http://www.nplg.gov.ge/wikidict/index.php/პავლოვი_ივანე პავლოვი ივანე]. „ფსიქოლოგიის ქართული ლექსიკონი“. „ბიბლიოვიკი“ — საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ციტირების თარიღი: 5 ივნისი 2020.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_პავლოვი“-დან