ივანე პავლოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

 
==პირობითი რეფლექსის კანონები==
ჯანმრთელ არაანესთეზირებულ ცხოველებში საჭმლის მომნელებელი სეკრეციის ცვალებადობაზე დაკვირვებებმა პავლოვი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბების კანონების ფორმულირებამდე მიიყვანა. ამუმაღლესი საკითხსნერვული მოქმედების საკითხებს პავლოვის მოღვაწეობაში ცენტრალური ადგილი ეჭირა 1898-1930 წლებში და მას მსოფლიო აღიარება მოუტანა.
 
პავლოვი ლაბორატორიული ცხოველის ფსიქიკური სფეროს ანუ „სუბიექტურის“ რაოდენობრივ მსაზღვრელად ნერწყვის გამოყოფას (სეკრეციას) იყენებდა და ამით, მისი აზრით, ხაზს უსვამდა „ობიექტურის“ ანუ ფიზიოლოგიურის — როგორც გონებრივი ფენომენებისა და უმაღლეს ნერვული მოქმედების მახასიათებლის — უპირატესობას.
 
პავლოვის მიხედვით, ორგანიზმის აქტიურობის ერთეულებია „უპირობო რეფლექსი” (თანადაყოლილი) და „პირობითი რეფლექსი” (შეძენილი). გამოყო აგრეთვე რეფელქსების სხვა ტიპები (საორიენტაციო რეფლექსი, „მიზნის რეფლექსი”, „თავისუფლების რეფლექსი”), რომლებიც ხელს უწყობენ ორგანიზმის უკეთეს შეგუებას გარემოსთან. პავლოვმა და მისმა მოწაფეებმა ორიგინალური ექსპერიმენტული მეთოდოლოგიით შეისწავლეს ახალი რეფლექსების ჩამოყალიბების დინამიკა, ანუ გაარკვიეს, რა პირობებია საჭირო იმისთვის, რათა ძველი უპირობო რეაქცია (მაგ., ნერწყვის გამოყოფა საჭმელის დანახვაზე) დაუკავშირდეს ახალ გამღიზიანებელს (მაგ., ზარს ან სინათლეს). რეფლექსის წარმოქმნის სავარაუდო მექანიზმი ტვინის ორ უბანს შორის ე.წ. „დროებითი კავშირების” დამყარებაა. აქედან გამომდინარე, პავლოვი ცდილობდა, რეფლექტორული ახსნა მიეცა თავის ტვინის ქერქში მიმდინარე პროცესებისთვის, რომლებიც ფსიქიკის მატერიალურ საფუძველს შეადგენენ (რეფლექსური რგოლი). პავლოვმა გამოყო ტემპერამენტის საფუძველმდებარე ნერვული სისტემის ძირითადი თვისებები და ტიპები; მან აგრეთვე გადაასხვაფერა ტრადიციული შეხედულება შეგრძნების ორგანოებზე ანალიზატორის კონცეფციად, რომლის მიხედვითაც სენსორული სისტემები გამღიზიანებლების მიმღებ და გამაანალზებელ ერთიან ნერვულ მექანიზმად არის წარმოდგენილი.
 
პავლოვის დამოკიდებულება ფსიქოლოგისადმი არაერთმნიშვნელოვანი იყო. ზოგადად, ფსიქოლოგიის მიმართ მას დადებითი დამოკიდებულება არ ჰქონია. ის ამტკიცებდა ფსიქიკურისა და ფიზიოლოგიურის ერთიანობას და ფიქრობდა, რომ მან არსებითად გადაჭრა ფსიქოფიზიკური პრობლემა. პავლოვი არ უარყოფდა ფსიქოლოგიის არსებობის უფლებას, როგორც მეცნიერებისა სუბიექტური სამყარის შესახებ. თუმცა, ამავე დროს, მიაჩნდა, რომ ფსიქოლოგიას არ შეუძლია ობიექტურად შეისწავლოს ქცევა და ახსნას მისი ბუნება — რაც ფიზიოლოგიის საქმეა.
 
1930-იან წლებში პავლომა სცადა მის მიერ ფორმულირებული კანონები ადამიანის ფსიქოზური მდგომარეობების ასახსნელად გამოეყენებინა. მისი აზრით ფსიქოზისთვის დამახასიათებელი ჭარბი ინჰიბიცია (დათრგუნვა) დამცველობითი მექანიზმია, რომლის მიზანი გარეგანი დამაზიანებელი სტიმულის ზემოქმედების გამოთიშვაა. რუსეთში გამოიყენებოდა ამ მოსაზრებაზე დაფუძნებული მეთოდი, რომლითაც ფსიქიატრიულ პაციენტებს მშვიდ და არამასტიმულირებელ გარემოში მკურნალობდნენ. ამავე პერიოდში პავლოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ადამიანის ლინგვისტური ფუნქციის საფუძველი პირობითი რეფლექსების გრძელი ჯაჭვი იყო, რომელიც ცალკეულ სიტყვებს მოიცავდა. ამასთანავე, პავლოვი თვლიდა, რომ ენის ფუნქცია არა მხოლოდ სიტყვებზეა დაფუძნებული, არამედ მცნებების განზოგადების უნარზე, რაც მხოლოდ ადამიანისთვისაა შესაძლებელი.
 
==კომუნიზმის პერიოდი==