ივანე პავლოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 16:
 
==კომუნიზმის პერიოდი==
პავლოვის რთული ურთიერთობა ჰქონდა კომუნისტებთან და საბჭოთა მთავრობასთან. რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ დაძაბულ პერიოდში, 1922 წელს მეცნიერმა ვლადიმირ ლენინს სთხოვა ნებართვა მისი ლაბორატორია საზღვარგარეთ გადაეტანა. ლენინმა უარით უპასუხა და განუცხადა, რომ რუსეთს პავლოვის მსგავსი მეცნიერები სჭირდებოდა და საკვების ის ნორმა შესთავაზა, რაც გამოჩენილ რევოლუციონერებს ჰქონდათ გამოყოფილი. რუსეთში იმ პერიოდში შიმშილი მძვინვარებდა. მიუხედავად ამისა, პავლოვმა საკვების მისდამი დათმობილ ულუფაზე უარი განაცხადა თუ იგივე პრივილეგიაზე მის ყველა თანამშრომელზე არ გავრცელდებოდა. მიუხედავად საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან კეთილგანწყობისა, პავლოვი დაუფარავად ამხელდააკრიტიკებდა ახალ რეჟიმს. 1923 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტიდან დაბრუნებილმა პავლოვმა საჯაროდ დაგმო კომუნიზმი და განაცხადა, რომ ინტერნაციონალური მარქსიზმის საფუძვლები ყალბი იყო. 1924 წელს, როდესაც ლენინგრადის სამხედრო-სამედიცინო აკადემიიდან სასულიერო წოდების ოჯახების წარმომადგენლები გარიცხეს, პროტესტის ნიშნად პავლოვი ფიზიოლოგიის კათედრის გამგის თანამდებობიდან გადადგა.
 
1927 წელს პავლოვმა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიაში ე.წ. წითელი პროფესორების დანიშვნასთან დაკავშირებით საპროტესტო წერილი მისწერა სტალინს და რუსეთის ინტელიგენციის განადგურებაში დაადანაშაულა. იმავე წლებში თავის ლაბორატორიაში არ მიიღო საბჭოთა კავშირის განათლების კომისარი ნიკოლაი ბუხარინი (მიუხედავად იმისა, რომ ლაბორატორიას სწორედ ბუხარინის უწყება აფინანსებდა). სიცოცხლის ბოლო წლებში პავლოვმა თანდათან შეწყვიტა საბჭოთა რეჟიმთან აქტიური დაპირისპირება და უფრო შემრიგებლური პოზიცია დაიკავა ხელისუფლების მიმართ.
 
==პიროვნული თვისებები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_პავლოვი“-დან