ივანე პავლოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''ივან პეტროვიჩ პავლოვი''' (ივანე პეტრეს ძე პავლოვი; {{lang-ru|Ива́н Петро́вич Па́влов}}; დ. [[14 სექტემბერი]], [[1849]], [[რიაზანი]], [[რუსეთის იმპერია]], — გ. [[27 თებერვალი]], [[1936]], [[ლენინგრადი]], [[რუსეთის სფსრ]]) — რუსი ფიზიოლოგი. მსოფლიო აღიარება მოუტანა კვლევებმა საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის, სისხლის მიმოქცევის, ცხოველებისა და ადამიანის უმაღლესი ნერვულ მოქმედების საკითხებში. ცნობილია მისი კლასიკური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში პავლოვი მშიერ ძაღლებს „ასწავლიდა“ ნერწვის გამოყოფას მეტრონომის ან ზარის ხმაზე. ეს სიგნალი მანამდე საკვების მიწოდებასთან იყო შეუღლებული. ამ ცდების საფუძველზე პავლოვმა მეცნიერებაში პირობითი რეფლექსის ცნება შემოიტანა. 1904 წელს მას ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭა საჭმლის მომნელებელი სეკრეციის კვლევისთვის.
 
==ბიოგრაფია==
ივან პავლოვი 1849 წელს დაიბადა რიაზანელი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ადგილობრივ საეკლესიო სკოლასა და სასულიერო სემინარიაში. 1870 წელს საღვთისმეტყველო განათლების გაგრძელებაზე უარი თქვა და ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ქიმიასა და ფიზიოლოგიას სწავლობდა. 1879 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამედიცინო აკადემია; იქვე დაიცვა დისერტაცია 1883 წელს. 1884-1886 წლებში სწავლობდა ლაიფციგსა და ბრესლაუში ცნობილი გერმანელი ფიზიოლოგების — კარლ ლუდვიგისა და რუდოლფ ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელობით. ლაიფციგში ლუდვიგთან მან პირველი დამოუკიდებელი სამეცნიერო სამუშაო შეასრულა სისხლის მიმოქცევის სისტემის ფიზიოლოგიის შესახებ. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1888-1890 წლებში პეტერბურგში, ბოტკინის ლაბორატორიაში იკვლევდა გულის ფიზიოლოგიისა და არტერიული წნევის რეგულაციის საკითხებს.
 
ამავე პერიოდში დახელოვნდა ექსპერიმენტული ქირურგიის სხვადასხვა მანიპულაციაში: შეეძლო ძაღლში ბარძაყის არტერიის კათეტერიზაცია ანესთეზიის გარეშე და სხვადასხვა ფარმაკოლოგიური და ემოციური სტიმულის პასუხად სისხლის წნევის ცვლილებების რეგისტრაცია. გულის ნატიფი ნერვების ფრთხილი დისექციით პავლოვმა გამოავლინა გულისცემაზე გულის წნულიდან გამომავალი ნერვული ტოტების ზეგავლენა; კისრის ნერვების გადაჭრილი დაბოლოებების სტიმულირებით აჩვენა გულის მუშაობაზე ცთომილი ნერვების ეფექტი.
 
1881 წელს პავლოვმა ფიოდორ დოსტოევსკის მეგობარ სტუდენტ ქალზე იქორწინა, თუმცა მატერიალური ხელმოკლეობის გამო ცოლ-ქმარი თავიდან ცალ-ცალკე ცხოვრობდა. მეცნიერი მის შემდგომ წარმატებებს თავის მეუღლის - მზრუნველი, რელიგიური და განათლებული ქალის მხარდაჭერას უკავშირებდა. 1890 წელს პავლოვი რუსეთის საიმპერატორო სამედიცინო აკადემიის ფიზიოლოგიის პროფესორი გახდა და ამ პოზიციაზე 1924 წელს მის გადადგომამდე მუშაობდა. ამავე პერიოდში ექსპერიმენტული მედიცინის ახალდაარსებულ ინსტიტუტში ცხოველებში ექსპერიმენტული ქირურგიის ახალი სტანდარტები შექმნა, რომელიც სათანადო ოპერაციისშემდგომ მოვლასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვასაც გულისხმობდა.
 
1890-1900 წლებში პავლოვი ინტენსიურად სწავლობდა საჭმლის მომნელებელი გზების სეკრეტორულ ფუნქციას. ბრესლაუში ჰაიდენჰაიმთან მუშაობის პერიოდში მან შექმნა მინიატურული ტოპრაკის („კუჭის“) ფორმირების მეთოდი, რაც გულისხმობდა ცთომილი ნერვის ტოტების შენარჩუნებით კუჭის სეგმენტის იზოლირებას საკვების მასისგან. ამ გზით პავლოვს შეეძლო ცხოველის ჯანმრთელ ორგანიზმში ხანგრძლივად დაკვირვებოდა კუჭ-ნაწლავის სეკრეტორულ აქტიურობას.
 
==პირობითი რეფლექსის კანონები==
ჯანმრთელ არაანესთეზირებულ ცხოველებში საჭმლის მომნელებელი სეკრეციის ცვალებადობაზე დაკვირვებებმა პავლოვი პირობითი რეფლექსის ჩამოყალიბების კანონების ფორმულირებამდე მიიყვანა. ამ საკითხს პავლოვის მოღვაწეობაში ცენტრალური ადგილი ეჭირა 1898-1930 წლებში.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_პავლოვი“-დან