ივანე პავლოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/Kober|Kober]].|4|06|2020}}
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''ივანეივან პეტრეს ძეპეტროვიჩ პავლოვი''' (ივანე პეტრეს ძე პავლოვი; {{lang-ru|Ива́н Петро́вич Па́влов}}; დ. [[14 სექტემბერი]], [[1849]], [[რიაზანი]], [[რუსეთის იმპერია]], — გ. [[27 თებერვალი]], [[1936]], [[ლენინგრადი]], [[რუსეთის სფსრ]]) — რუსი ფიზიოლოგი. მსოფლიო აღიარება მოუტანა კვლევებმა საჭმლის მონელების ფიზიოლოგიის, სისხლის მიმოქცევის, ცხოველებისა და ადამიანის უმაღლესი ნერვულ მოქმედების საკითხებში. ცნობილია მისი კლასიკური ექსპერიმენტი, რომლის ფარგლებში პავლოვი მშიერ ძაღლებს „ასწავლიდა“ ნერწვის გამოყოფას მეტრონომის ან ზარის ხმაზე. ეს სიგნალი მანამდე საკვების მიწოდებასთან იყო შეუღლებული. ამ ცდების საფუძველზე პავლოვმა მეცნიერებაში პირობითი რეფლექსის ცნება შემოიტანა. 1904 წელს მას ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიენიჭა საჭმლის მომნელებელი სეკრეციის კვლევისთვის.
 
ივან პავლოვი 1849 წელს დაიბადა რიაზანელი მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ადგილობრივ საეკლესიო სკოლასა და სასულიერო სემინარიაში. 1870 წელს საღვთისმეტყველო განათლების გაგრძელებაზე უარი თქვა და ჩაირიცხა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ქიმიასა და ფიზიოლოგიას სწავლობდა. 1879 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამედიცინო აკადემია; იქვე დაიცვა დისერტაცია 1883 წელს. 1884-1886 წლებში სწავლობდა ლაიფციგსა და ბრესლაუში ცნობილი გერმანელი ფიზიოლოგების — კარლ ლუდვიგისა და რუდოლფ ჰაიდენჰაიმის ხელმძღვანელობით. ლაიფციგში ლუდვიგთან მან პირველი დამოუკიდებელი სამეცნიერო სამუშაო შეასრულა სისხლის მიმოქცევის სისტემის ფიზიოლოგიის შესახებ. რუსეთში დაბრუნების შემდეგ, 1888-1890 წლებში პეტერბურგში, ბოტკინის ლაბორატორიაში იკვლევდა გულის ფიზიოლოგიისა და არტერიული წნევის რეგულაციის საკითხებს.
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ივანე_პავლოვი“-დან