მთის არწივი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 22:
სქესობრივ სიმწიფეს 4–5 წლის ასაკში აღწევს.<ref name="წითელი წიგნი" /> [[მონოგამია|მონოგამური]] ფრინველია, ანუ ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთის სიკვდილამდე).<ref name="ქსე" /><ref name="დრე" /><ref name="წითელი წიგნი" /> საქორწინო ფრენას იწყებს თებერვალში. აქვს 2–4 ბუდე, რიგრიგობით ხმარობს და კონსერვატიზმს იჩენს მათ მიმართ.<ref name="ქსე" /> თავის მხრივ, ბუდე წარმოადგენს ტოტების ნაყარს, რომელიც თხლად არის ამოფენილი მშრალი [[ბალახი]]თ. ყოველწლიური შეკეთების გამო ზოგჯერ გიგანტურ ზომას აღწევს — სიგანესა და სიმაღლეში 2 მეტრამდე. მარტ-აპრილში დებს 1–2–3 ჭუჭყიანი თეთრი ფერის მურალაქებიან კვერცხს.<ref name="Птицы Грузии" /><ref name="წითელი წიგნი" /> [[ინკუბაცია]] გრძელდება 40–45 დღე, კრუხობს ორივე მშობელი. თუკი პირველი ბუდის მართვეები დაიღუპნენ, ბუდობს მეორედაც. მართვეები შებუმბვლას იწყებენ მაისის დასაწყისში და ივნისის ბოლოსკენ მთლიანად იმოსებიან. დაახლოებით 80 დღის ასაკში ბუდეს ტოვებენ. მთის არწივი ტყვეობაშიც მრავლდება (მაგ., 1 წყვილი გამრავლდა [[არკანზასის შტატი]]ს ქალაქ [[ტოპიკა]]ში).<ref name="წითელი წიგნი" /> ჩრდილოეთით მობუდარ არწივთა მართვეები ხშირად აგრესიულები არიან და უფროსი უმცროსს ჭამს, რაც განპირობებულია მკაცრი ბუნებრივი პირობებით — მშობლები ვერ ახერხებენ მათ სრულყოფილად გამოკვებას.<ref name="птицы" />
 
[[1976]] წლის მონაცემებით, [[თბილისის ზოოპარკი|თბილისის ზოოპარკში]] იმყოფებოდა 2 მთის არწივი (მაშინდელ [[სსრკ]]-ში სულ — 38).<ref name="წითელი წიგნი" /> მოყვარული მონადირეები (მაგ., [[შუა აზია]]ში) მთის არწივის მართვეს წრთვნიან და იყენებენ როგორც [[ბაზი (ფრინველი)|ბაზს]] — [[მელა|მელიებზე]], [[კურდღლისებრნი|კურდღლებზე]], იშვიათად [[მგელი|მგელზე]], [[ჯეირანი|ჯეირანზე]] და სხვა ცხოველებზე სანადიროდ.<ref name="ქსე" /><ref name="დრე" /> მისი მრავალი ადგილსამყოფელი განიცდის ადამიანის ზემოქმედებას. ამის გარდა, რიცხოვნობა შეამცირა ბუდეების მოშლამ.<ref name="წითელი წიგნი" /> შეტანილია [[საქართველოს წითელი ნუსხა|საქართველოს „წითელ ნუსხაში“]].<ref>{{Cite web |url = http://matsne.gov.ge/ka/document/view/97288?publication=0 | title = საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ | publisher = საკანონმდებლო მაცნე. ''matsne.gov.ge'' | date = 2 მაისი, 2006 | accessdate = 3 ივნისი, 2020}}</ref>
 
== რეკომენდებული ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთის_არწივი“-დან