მთის არწივი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
| commons =Aquila chrysaetos
}}
'''მთის არწივი'''<ref name="ქსე">{{ქსე|6|671|ჟორდანია რ.|არა}}</ref> ({{lang-la|Aquila chrysaetus}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგისა]]. მისი სხეულის სიგრძეა 76–89 [[სმ]], ფრთების შლილი 190–227 სმ, მასა 6,5 [[კგ]]-მდე; დედალი მამალზე დიდია. აქვს შედარებით მოკლე, მაგრამ ძლიერი [[ნისკარტი]], პროპორციულად გრძელი კუდი და ფრთები,<ref name="არიდული" /> რომლების ბოლოებზე [[ბუმბული]] თითებისებურადაა განლაგებული, გრძელი ბრჭყალები. ზრდასრული მუქი ყავისფერია, ოქროსფერი თავით. კუდის ბოლოში აქვს ფართო შავი ზოლი. იგი მკვეთრად ეტყობა ახალგაზრდას, რომელსაც თეთრი კუდის ძირი და ამავე შეფერილობის თეთრი ლაქები აქვს ფრთებზე.<ref name="არიდული" /> ფრთის ქვედა მხარე მუქი მურაა.
 
გავრცელებულია [[ევრაზია|ევრაზიის]], [[ჩრდილოეთ აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკისა]] და [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] [[ტყის ზონები|ტყის ზონასა]] და [[მთიანეთი|მთიანეთში]].<ref name="ქსე" /> ეტანება ფართო ღია სივრცეებს: [[ჭაობი|ჭაობებს]], მდინარეთა [[ხეობა|ხეობებს]], ტბების [[ქვაბული|ქვაბულებს]], ვერან ადგილებს; მთებში ჩვეულებრივ სახლობს ტყის ზედა საზღვრის მაღლა. [[საქართველო]]ში გავრცელებულია სპორადულად, გვხვდება მთის არწივის ქვესახეობა — სამხრეთევროპული მთის არწივი ({{lang-la|Aquila chrysaetus fulvus}}).<ref name="ქსე" /> მკვიდრი ფრინველია; თუმცა, ზამთარში მათი ნაწილი სამხრეთისკენ მომთაბარეობს. გამოირჩევა მცირე რაოდენობით. ცხოვრობს კლდეებსა და მაღალ ხეებზე, იშვიათად ვაკე ადგილებზე — კლდოვან ქანებზე, უდაბნოში — შავი [[საქსაული]]ს ხეებზე.
 
შეუძლია დიდხანს ლივლივი. ძლიერი მტაცებელია, შეუძლია თავისზე დიდი მსხვერპლის დაჭერა.<ref name="არიდული" /> იკვებება [[მღრღნელები]]თ, [[ლეში]]თ, [[კურდღლისებრნი|კურდღლებით]], [[ფრინველები]]თ, [[ამფიბიები]]თ, [[ქვეწარმავლები]]თ, [[მწერები]]თ.<ref name="ქსე" /> ნადირობს ღია სივრცეში, პირდაპირ თავდასხმით ან ყარაულით. დედალ-მამალი ხშირად ერთად ნადირობს. შეუძლია თავისზე დიდი მსხვერპლის დაჭერა. მღრღნელთა განადგურებით სოფლის მეურნეობისათვის სარგებლობა მოაქვს.
 
სქესობრივ სიმწიფეს 4–5 წლის ასაკში აღწევს. [[მონოგამია|მონოგამური]] ფრინველია, ანუ ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთის სიკვდილამდე).<ref name="ქსე" /> საქორწინო ფრენას იწყებს თებერვალში. აქვს 2–4 ბუდე, რიგრიგობით ხმარობს და კონსერვატიზმს იჩენს მათ მიმართ.<ref name="ქსე" /> თავის მხრივ, ბუდე წარმოადგენს ტოტების ნაყარს, რომელიც თხლად არის ამოფენილი მშრალი [[ბალახი]]თ. ყოველწლიური შეკეთების გამო ზოგჯერ გიგანტურ ზომას აღწევს — სიგანესა და სიმაღლეში 2 მეტრამდე. მარტ-აპრილში დებს 1–2–3 ჭუჭყიანი თეთრი ფერის მურალაქებიან კვერცხს. [[ინკუბაცია]] გრძელდება 40–45 დღე, კრუხობს ორივე მშობელი. თუკი პირველი ბუდის მართვეები დაიღუპნენ, ბუდობს მეორედაც. მართვეები შებუმბვლას იწყებენ მაისის დასაწყისში და ივნისის ბოლოსკენ მთლიანად იმოსებიან. დაახლოებით 80 დღის ასაკში ბუდეს ტოვებენ. მთის არწივი ტყვეობაშიც მრავლდება (მაგ., 1 წყვილი გამრავლდა [[არკანზასის შტატი]]ს ქალაქ [[ტოპიკა]]ში). ჩრდილოეთით მობუდარ არწივთა მართვეები ხშირად აგრესიულები არიან და უფროსი უმცროსს ჭამს, რაც განპირობებულია მკაცრი ბუნებრივი პირობებით — მშობლები ვერ ახერხებენ მათ სრულყოფილად გამოკვებას.
ხაზი 29:
== სქოლიო ==
{{სქოლიო | refs =
<ref name="არიდული">''დარჩიაშვილი გ.'', საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 39, თბ., 2002.</ref>
 
}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთის_არწივი“-დან