მთის არწივი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადაიწერა
No edit summary
ხაზი 14:
| commons =Aquila chrysaetos
}}
'''მთის არწივი''' ({{lang-la|Aquila chrysaetus}}) — [[ფრინველები|ფრინველი]] [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგისა]]. მისი სხეულის სიგრძეა 76–89 [[სმ]], ფრთების შლილი 190–227 სმ, მასა 6,5 [[კგ]]-მდე; დედალი მამალზე დიდია. აქვს შედარებით მოკლე, მაგრამ ძლიერი [[ნისკარტი]], პროპორციულად გრძელი კუდი და ფრთები, რომლების ბოლოებზე [[ბუმბული]] თითებისებურადაა განლაგებული, გრძელი ბრჭყალები. ზრდასრული მუქი ყავისფერია, ოქროსფერი თავით. კუდის ბოლოში აქვს ფართო შავი ზოლი. იგი მკვეთრად ეტყობა ახალგაზრდას, რომელსაც თეთრი კუდის ძირი და ამავე შეფერილობის თეთრი ლაქები აქვს ფრთებზე. ფრთის ქვედა მხარე მუქი მურაა.
 
გავრცელებულია [[ევრაზია|ევრაზიის]], [[ჩრდილოეთ აფრიკა|ჩრდილოეთ აფრიკისა]] და [[ჩრდილოეთ ამერიკა|ჩრდილოეთ ამერიკის]] [[ტყის ზონები|ტყის ზონასა]] და [[მთიანეთი|მთიანეთში]]. ეტანება ფართო ღია სივრცეებს: [[ჭაობი|ჭაობებს]], მდინარეთა [[ხეობა|ხეობებს]], ტბების [[ქვაბული|ქვაბულებს]], ვერან ადგილებს; მთებში ჩვეულებრივ სახლობს ტყის ზედა საზღვრის მაღლა. საქართველოში[[საქართველო]]ში გავრცელებულია სპორადულად, გვხვდება მთის არწივის ქვესახეობა — სამხრეთევროპული მთის არწივი ({{lang-la|Aquila chrysaetus fulvus}}). მკვიდრი ფრინველია; თუმცა, ზამთარში ფრინველთამათი ნაწილი სამხრეთისკენ მომთაბარეობს. გამოირჩევა მცირე რაოდენობით. ცხოვრობს კლდეებსა და მაღალ ხეებზე, იშვიათად ვაკე ადგილებზე — კლდოვან ქანებზე, უდაბნოში — შავი საქსაულის[[საქსაული]]ს ხეებზე.
 
შეუძლია დიდხანს ლივლივი. ძლიერი მტაცებელია, იკვებება [[მღრღნელები]]თ, [[ლეში]]თ, [[კურდღლისებრნი|კურდღლებით]], [[ფრინველები]]თ, [[ამფიბიები]]თ, [[ქვეწარმავლები]]თ, [[მწერები]]თ. ნადირობს ღია სივრცეში, პირდაპირ თავდასხმით ან ყარაულით. დედალ-მამალი ხშირად ერთად ნადირობს. შეუძლია თავისზე დიდი მსხვერპლის დაჭერა. მღრღნელთა განადგურებით სოფლის მეურნეობისათვის სარგებლობა მოაქვს.
 
სქესობრივ სიმწიფეს 4–5 წლის ასაკში აღწევს. [[მონოგამია|მონოგამური]] ფრინველია, ანუ ქმნის მუდმივ წყვილებს (ერთ-ერთის სიკვდილამდე). საქორწინო ფრენას იწყებს თებერვალში. აქვს 2–4 ბუდე, რიგრიგობით ხმარობს და კონსერვატიზმს იჩენს მათ მიმართ. თავის მხრივ, ბუდე წარმოადგენს ტოტების ნაყარს, რომელიც თხლად არის ამოფენილი მშრალი ბალახით[[ბალახი]]თ. ყოველწლიური შეკეთების გამო ზოგჯერ გიგანტურ ზომას აღწევს — სიგანესა და სიმაღლეში 2 მეტრამდე. მარტ-აპრილში დებს 1–2–3 ჭუჭყიანი თეთრი ფერის მურალაქებიან კვერცხს. [[ინკუბაცია]] გრძელდება 40–45 დღე, კრუხობს ორივე მშობელი. თუკი პირველი ბუდის მართვეები დაიღუპნენ, ბუდობს მეორედაც. მართვეები შებუმბვლას იწყებენ მაისის დასაწყისში და ივნისის ბოლოსკენ მთლიანად იმოსებიან. დაახლოებით 80 დღის ასაკში ბუდეს ტოვებენ. მთის არწივი ტყვეობაშიც მრავლდება (მაგ., 1 წყვილი გამრავლდა [[არკანზასის შტატისშტატი]]ს ქალაქ ტოპიკაში[[ტოპიკა]]ში). ჩრდილოეთისჩრდილოეთით მობუდარ არწივთა მართვეები ხშირად აგრესიულები არიან და უფროსი უმცროსს ჭამს, რაც განპირობებულია მკაცრი ბუნებრივი პირობებით — მშობლები ვერ ახერხებენ მათ სრულყოფილად გამოკვებას. მღრღნელთა განადგურებით სოფლის მეურნეობისათვის სარგებლობა მოაქვს.
 
[[1976]] წლის მონაცემებით, [[თბილისის ზოოპარკი|თბილისის ზოოპარკში]] იმყოფებოდა 2 მთის არწივი (მაშინდელ [[სსრკ]]-ში სულ — 38). მოყვარული მონადირეები (მაგ., [[შუა აზიაშიაზია]]ში) მთის არწივის მართვეს წრთვნიან და იყენებენ როგორც [[ბაზი|ბაზს]][[მელა|მელიებზე]], [[კურდღლისებრნი|კურდღლებზე]], იშვიათად [[მგელი|მგელზე]], [[ჯეირანი|ჯეირანზე]] და სხვა ცხოველებზე სანადიროდ. მისი მრავალი ადგილსამყოფელი განიცდის ადამიანის ზემოქმედებას. ამის გარდა, რიცხოვნობა შეამცირა ბუდეების მოშლამ. შეტანილია [[საქართველოს წითელი ნუსხა|საქართველოს წითელ„წითელ ნუსხაშინუსხაში“]].
 
== ლიტერატურა ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მთის_არწივი“-დან