ფასკუნჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
}}
 
'''ფასკუნჯი''' (Neophron percnopterus) — [[ფრინველი]] [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგის]] [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. მისი სხეულის სიგრძეა 60–70 [[სმ]], ფრთების შლილი 155–180 სმ,<ref name="კოლხეთი" /> მასა 1,6–2,2 [[კგ]].<ref name="დრე" /> ზრდასრული ფრინველი თეთრია, აქვს შავი მომქნევი [[ბუმბული|ბუმბულები]], რომლებიც მკვეთრადაა გამიჯნული ფრთის დანარჩენი ნაწილისაგან,<ref name="კოლხეთი" /> გრძელი და ვიწრო [[ნისკარტი]], რომბისებური კუდი. სახე შეფერილია ყვითლად და შეუბუმბლავია.<ref name="არიდული" /> ნისკარტი მოყვითალოა, მუქი წვერით.<ref name="კოლხეთი" /> ფრთები ვიწრო. ფეხები სუსტი, მოვარდისფრო. თვალის ფერადი გარსი მუქი. ნესტოები განლაგებულია გრძივად.<ref name="დრე" /> კეფასა და კისერზე გაბურძგნული ბუმბული აქვს.<ref name="птицы" /> ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუხოა,<ref name="არიდული" /> ღია ფერის სახითა და ნისკარტით.<ref name="კოლხეთი" /> ზრდასრული შეფერილობას დაახლოებით 5 წელში იღებს. ფრენის დროს სხეულის კონტურით [[ბატკანძერი|ბატკანძერს]] წააგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებად წვეტიანი ფრთები აქვს.<ref name="არიდული" /> ფრენს ლივლივით, იშვიათად ფრთების ქნევით.<ref name="птицы" /> ხმა — წკრიალა რაკრაკი.<ref name="Птицы Грузии" /> გავრცელებულია [[სამხრეთ ევროპა]]ში, აფრიკაში, [[სამხრეთ-დასავლეთი აზია|სამხრეთ-დასავლეთ]] და [[შუა აზია]]ში, [[ინდოეთი|ინდოეთში]];<ref name="დრე" /> [[საქართველო]]ში გადამფრენი<ref name="კოლხეთი" /> და მობუდარია.<ref name="არიდული" /><ref name="Птицы Грузии" /> მთებში ადის [[ზღვის დონიდან]] 4500 [[მეტრი|მეტრამდე]]. ზამთარში [[ზომიერი სარტყლები|ზომიერი განედებიდან]] მიგრირებს [[ტროპიკები|ტროპიკებში]].<ref name="დრე" /> ბინადრობს სტეპის ლანდშაფტის მთებსა და მთისწინეთებში. ცხოვრობს მარტო ან ჯგუფებში.<ref name="Птицы Грузии" /> უმთავრესად იკვებება [[მძორი]]თ, შეუძლია [[ძვლები]]ს, [[მყესი|მყესები]]ს, [[ჩლიქები]]ს, [[ტყავი]]ს გამხმარი ნაფლეთების ჭამა, იჭერს [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავლებსაც]]. სამხრეთ რაიონებში ეტანება დასახლებებს, თამაშობს მენაგვის როლს; ხშირად იკრიბება დიდ გუნდებად.<ref name="დრე" /> ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში,<ref name="არიდული" /> მიტოვებულ შენობებში, იშვიათად ხეებზე. ზოგჯერ ჰქმნიან რამდენიმე ათეული მობუდარი წყვილისაგან შემდგარ კოლონიებს.<ref name="დრე" /> აპრილში – მაისის დასაწყისში დებს 2 მოყვითალო-თეთრ კვერცხს მურა-წითელი ლაქებით.<ref name="Птицы Грузии" /> კრუხობს ორივე მშობელი 40 დღის განმავლობაში. ბარტყების გამოკვება 85 დღე გრძელდება. სრულწლოვანებას მე-4–5 წელს აღწევენ, ცოცხლობენ 37 წლამდე. არეალის დიდ ნაწილში ჩვეული ფრინველია.<ref name="დრე" /> [[ევროპა]]სა და [[საქართველო]]ში იშვიათია, შეტანილია [[IUCN]]-ისა<ref name="IUCN" /> და [[საქართველოს წითელი ნუსხა|საქართველოს წითელ ნუსხებში]].
 
== რესურსები ინტერნეტში ==
ხაზი 44:
<ref name="птицы">''Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е.'' Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — {{comment|М.|Москва}}: ABF, 1996. С. 126–127. 432 с.</ref>
<ref name="დრე">{{დრე წიგნი | ავტორი = Коблик Е. А. | სათაური = СТЕРВЯТНИК | ტომი = 31 | გვ = 234 | id = 4165845}}</ref>
<ref name = "IUCN">{{cite iucn|url= https://apiv3.iucnredlist.org/api/v3/taxonredirect/22695180 |title=''Neophron percnopterus'' |author=BirdLife International |author-link=BirdLife International |year=2019 |accessdate=3 ივნისი, 2020|ref=harv}}</ref>
}}
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფასკუნჯი“-დან