}}
'''ფასკუნჯი''' (Neophron percnopterus) — [[ფრინველი]] [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] [[რიგი (ბიოლოგია)|რიგის]] [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] [[ოჯახი (ბიოლოგია)|ოჯახისა]]. მისი სხეულის სიგრძეა 60–70 [[სმ]], ფრთების შლილი 155–180 სმ,<ref name="კოლხეთი" /> მასა 1,6–2,2 [[კგ]]. ზრდასრული ფრინველი თეთრია, აქვს შავი მომქნევი [[ბუმბული|ბუმბულები]], რომლებიც მკვეთრადაა გამიჯნული ფრთის დანარჩენი ნაწილისაგან,<ref name="კოლხეთი" /> გრძელი და ვიწრო [[ნისკარტი]], რომბისებური კუდი. სახე შეფერილია ყვითლად და შეუბუმბლავია.<ref name="არიდული" /> ნისკარტი მოყვითალოა, მუქი წვერით.<ref name="კოლხეთი" /> ფრთები ვიწრო. ფეხები სუსტი, მოვარდისფრო. თვალის ფერადი გარსი მუქი. ნესტოები განლაგებულია გრძივად. კეფასა და კისერზე გაბურძგნული ბუმბული აქვს.<ref name="Птицы Грузииптицы" /> ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუხოა,<ref name="არიდული" /> ღია ფერის სახითა და ნისკარტით.<ref name="კოლხეთი" /> ზრდასრული შეფერილობას დაახლოებით 5 წელში იღებს. ფრენის დროს სხეულის კონტურით [[ბატკანძერი|ბატკანძერს]] წააგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებად წვეტიანი ფრთები აქვს.<ref name="არიდული" /> ფრენს ლივლივით, იშვიათად ფრთების ქნევით.<ref name="Птицы Грузииптицы" /> ხმა — წკრიალა რაკრაკი.<ref name="Птицы Грузии" /> გავრცელებულია [[სამხრეთ ევროპა]]ში, აფრიკაში, [[სამხრეთ-დასავლეთი აზია|სამხრეთ-დასავლეთ]] და [[შუა აზია]]ში, [[ინდოეთი|ინდოეთში]]; [[საქართველო]]ში გადამფრენი<ref name="კოლხეთი" /> და მობუდარია.<ref name="არიდული" /><ref name="Птицы Грузии" /> მთებში ადის [[ზღვის დონიდან]] 4500 [[მეტრი|მეტრამდე]]. ზამთარში [[ზომიერი სარტყლები|ზომიერი განედებიდან]] მიგრირებს [[ტროპიკები|ტროპიკებში]]. ბინადრობს სტეპის ლანდშაფტის მთებსა და მთისწინეთებში.<ref name="Птицы Грузии" /> ცხოვრობს მარტო ან ჯგუფებში. უმთავრესად იკვებება [[მძორი]]თ, შეუძლია [[ძვლები]]ს, [[მყესი|მყესები]]ს, [[ჩლიქები]]ს, [[ტყავი]]ს გამხმარი ნაფლეთების ჭამა, იჭერს [[ქვეწარმავლები|ქვეწარმავლებსაც]]. სამხრეთ რაიონებში ეტანება დასახლებებს, თამაშობს მენაგვის როლს; ხშირად იკრიბება დიდ გუნდებად. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში, მიტოვებულ შენობებში, იშვიათად ხეებზე. ზოგჯერ ჰქმნიან რამდენიმე ათეული მობუდარი წყვილისაგან შემდგარ კოლონიებს. აპრილში – მაისის დასაწყისში დებს 2 მოყვითალო-თეთრ კვერცხს მურა-წითელი ლაქებით.<ref name="Птицы Грузии" /> კრუხობს ორივე მშობელი 40 დღის განმავლობაში. ბარტყების გამოკვება 85 დღე გრძელდება. სრულწლოვანებას მე-4–5 წელს აღწევენ, ცოცხლობენ 37 წლამდე. არეალის დიდ ნაწილში ჩვეული ფრინველია. [[ევროპა]]სა და [[საქართველო]]ში იშვიათია, შეტანილია [[IUCN]]-ისა და [[საქართველოს წითელი ნუსხა|საქართველოს წითელ ნუსხებში]].
== რესურსები ინტერნეტში ==
<ref name="არიდული">''დარჩიაშვილი გ.'', საქართველოს არიდული და სემიარიდული ეკოსისტემების ფრინველთა სარკვევი, გვ. 30, თბ., 2002.</ref>
<ref name="Птицы Грузии">{{Птицы Грузии|7}}</ref>
<ref name="птицы">''Бёме Р. Л., Динец В. Л., Флинт В. Е., Черенков А. Е.'' Птицы. Энциклопедия природы России / Под общ. ред. В. Е. Флинта. — {{comment|М.|Москва}}: ABF, 1996. С. 126–127. 432 с.</ref>
}}
|