ფასკუნჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადაიწერა
ხაზი 25:
}}
 
'''ფასკუნჯი''' (Neophron percnopterus) — [[ფრინველი]] [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგის [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძეა 60–70 სმ, ფრთების შლილი 155–180 სმ, მასა 1,6–2,2 კგ. ზრდასრული ფრინველი თეთრია, აქვს შავი მომქნევი ბუმბულები, რომლებიც მკვეთრადაა გამიჯნული ფრთის დანარჩენი ნაწილისაგან, გრძელი და ვიწრო ნისკარტი, რომბისებური კუდი. სახე შეფერილია ყვითლად და შეუბუმბლავია. ნისკარტიც მოყვითალოა, მუქი წვერით. ფრთები ვიწრო. ფეხები სუსტი, მოვარდისფრო. თვალის ფერადი გარსი მუქი. ნესტოები განლაგებულია გრძივად. ახალგაზრდა ფრინველი მოყავისფრო-მორუხოა, ღია ფერის სახითა და ნისკარტით. ზრდასრული შეფერილობას დაახლოებით 5 წელში იღებს. ფრენის დროს სხეულის კონტურით ბატკანძერს წააგავს, თუმცა, მისგან განსხვავებით, უფრო მოკლე კუდი და შედარებით მოკლე, ნაკლებად წვეტიანი ფრთები აქვს. გავრცელებულია სამხრეთ ევროპაში, აფრიკაში, სამხრეთ-დასავლეთ და შუა აზიაში, ინდოეთში; მთებში ადის 4500 მეტრამდე. ზამთარში ზომიერი განედებიდან მიგრირებს ტროპიკებში. უმთავრესად იკვებება მძორით, შეუძლია ძვლების, მყესების, ჩლიქების, ტყავის გამხმარი ნაფლეთების ჭამა, იჭერს ქვეწარმავლებსაც. სამხრეთ რაიონებში ეტანება დასახლებებს, თამაშობს მენაგვის როლს; ხშირად იკრიბება დიდ გუნდებად. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში, მიტოვებულ შენობებში, იშვიათად ხეებზე. ზოგჯერ ჰქმნიან რამდენიმე ათეული მობუდარი წყვილისაგან შემდგარ კოლონიებს. დებს 2 კვერცხს. კრუხობს ორივე მშობელი 40 დღის განმავლობაში. ბარტყების გამოკვება 85 დღე გრძელდება. სრულწლოვანებას მე-4–5 წელს აღწევენ, ცოცხლობენ 37 წლამდე. არეალის დიდ ნაწილში ჩვეული ფრინველია. ევროპაში და საქართველოში იშვიათია, შეტანილია IUCN-ისა და საქართველოს წითელ ნუსხებში.
'''ფასკუნჯი''' (Neophron percnopterus) — [[ქორისებრნი|ქორისებრთა]] ოჯახის [[ფრინველი]], [[შავარდნისნაირნი|შავარდნისნაირთა]] რიგისა.
ფრთა 460-520 მმ-ია, კუდი 250-275 მმ-ია, წონა 2100-2400 გ.
 
მამალი დიდია დედალზე. შეფერილობაში სქესთა შორის განსხვავაება არ არის. ზრდასრული ფრინველის შეფერილობა თეთრია. მხოლოდ მომქნევებია შავი ფერის. ცვილანა და სახის ტიტველი კანი ნარინჯისფერია, ფეხები მოცისფრო-რუხი შავი. წვრილი და გრძელი ნისკარტი პატარა კაუჭით ბოლოვდება. ახალგაზრდა ფრინვრლი მკვეთრად განსხვავდება ზრდასრულისაგან საერთო მუქი შეფერილობით. იგი თანდათან ღია ფერის ხდება და საბოლოო შეფერილობას მხოლოდ მე-5 წელს აღწევს. უმთავრესად იკვებება მძორით. იჭერს ქვეწარმავლებსაც. ბუდობს კლდოვან ნიშებსა და ხელოვნურ გამოქვაბულებში.
ცნობილია 2 ქვესახეობა. საქართველოში გვხვდება ჩვეულებრივი ფასკუნჯი.
 
სახეობის ბუდობის არეალი მოიცავს აფრიკას. (ტროპიკული ტყიანი რაიონების გარდა) სამხრეთ ევროპის მთიანეთს, არაბეთის ნახევარკუნძულს, მცირე აზიას, ირანს, ინდოეთს.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფასკუნჯი“-დან