დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის Chilnanda ცვლილებების გაუქმება (№3881025)
იარლიყი: გაუქმება
No edit summary
იარლიყები: ვიზუალური რედაქტირება რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 502:
„გალობანი სინანულისანი“ ქართული ლირიკის ერთ-ერთი შედევრია, რადგან მასში ავტორის ინდივიდუალური განცდა ამაღლებულია ზოგადსაკაცობრიო ტკივილამდე და მეფის ღაღადი თავის ცოდვილ ბუნებაზე საზოგადოებრივ რეზონანსს იძენს.{{sfn-2|როინ მეტრეველი — წმინდა დავით აღმაშენებელი|2011|გვ=177}}
 
== სამეფო ოჯახი ==
ის ძალიან ძლიერი მეფე იყო
 
დავითის ოჯახის შესახებ ცნობები ქართულ წყაროებში მწირადაა შემონახული. ახალგაზრდა უფლისწული ადრეულ ასაკში უნდა დაქორწინებულიყო. მისი პირველი ცოლის შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ წარმოშობით სომეხი ყოფილა.<ref group="კ">უცხოური წყაროები მას რუსუდანს უწოდებენ, ქართულ ისტორიულ ცნობებში ის ხშირად მოიხსენიება როგორც ''სახელით უცნობი სომეხი ქალი''.</ref> დავითს მისგან შეეძინა სამი შვილი: [[დემეტრე I|დემეტრე]], მოგვიანებით საქართველოს მეფე და ორი ქალიშვილი — [[თამარი (დავით აღმაშენებლის ასული)|თამარი]] და კატაჲ. თამარი უფროსი იყო მეფის შვილებს შორის. 1105-1106 წლებში იგი შირვანში გაათხოვეს აფრიდუნ შირვანშაჰის ძე [[მანუჩაჰრ II]]-ზე.{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=11}} მეფის მეორე ასული გათხოვილი იყო [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიის]] [[ბიზანტიის იმპერატორების სია|იმპერატორის]], [[ალექსი I კომნენოსი]]ს, უმცროს ვაჟზე — ისააკზე.{{sfn-2|ჯაბა სამუშია — დავით აღმაშენებელი|2015|გვ=11}}